ქართული გოლები რუმინეთში

AutoSharing Option
განახლდა რუმინეთის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ხელბურთელი თამაშობს.

ირაკლი ჩიქოვანის "კონსტანცა" 10 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და განახლების შემდეგ პირველივე მატჩში ლიდერს, ბუქარესტის "დინამოს" შეხვდა. 22:19 გაიმარჯვა "დინამომ", რომელიც 12 თამაშიდან 12 მოგებით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩში "კონსტანცამ" 24:20 მოუგო "სუჩავას" და 30 ქულით (10 მოგება, 2 წაგება) მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "პოტაისა ტურდასთან". ჩიქოვანმა ორივე მატჩში თითო გოლი გაიტანა.

რთულად აქვს საქმე ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის "რეშიცას". ქართველები ამ კლუბში სეზონის წინ გადავიდნენ: კბილაშვილი მაკედონიის "მეტალურგიდან", ორჯონი
კიძე კი - უნგრეთის "ოროშჰაზიდან", მაგრამ კლუბი დიდი ხანი აგვარებდა ბიუროკრატიულ პროცედურებს, რის გამოც ჩვენიანები საქმეში მხოლოდ მეათე ტურიდან ჩაერთნენ.

ამ სამ თამაშში ორჯონიკიძემ 10 გოლი გაიტანა, კბილაშვილმა - 17, მაგრამ "რეშიცამ" თამაში ჯერ ვერ მოიგო. 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე კლუბები კიდევ 7-7 მატჩს გამართავენ.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 12 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუქარესტი 36 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 30, 3. კონსტანცა 30, 4. ბაია მარე 25, 5. CSM ბუქარესტი 24, 6. ტიმიშოარა 24, 7. სტიაუა 21, 8. ბუზეუ 20 – 9. ვასლუი 16, 10. ფეგერაში 15, 11. კელერაში 12, 12. ფოჩანი 12, 13. სუჩავა 11, 14. ბაკეუ 6, 15. ბოტოშანი 1, 16. რეშიცა 0 (8 საუკეთესო გადის პლეი-ოფში, 9-16 ადგილები - პლეი-აუტში).

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული