საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთი 32:26 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს 6 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე ადგილობრივ ფინეთის ნაკრებთან, დასკვნით შეხვედრას კი მომდევნო დღეს ესტონეთთან 20:00 საათზე გამართავს.
ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.