არსენაშვილმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების მოთამაშე ერეკლე არსენაშვილმა, რომელიც ამ სეზონში El Club Balonmano Ángel Ximénez Puente Genil-ის ღირსებას იცავდა, კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა და 2023-24 წლების სეზონში კვლავ ესპანეთის Liga Asobal-ში იასპარეზებს.

მისმა კლუბმა ესპანეთის უმაღლესი ლიგა მე-8 ადგილზე დაასრულა და მომავალ წელს უფრო მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. ერეკლემ გუნდში მალევე მოახდინა ადაპტაცია და ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 56 გოლის გატანა შეძლო.

"ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის განახლებით
და იმით, რომ კლუბი მენდობა და გვერდში მიდგას. ვეცდები,  ნდობა გავამართლო და მაქსიმუმი გავაკეთო მოედანზე. გასული სეზონი ჩემთვის პირველი იყო პუენტე ხენილში და მინდა, ისტორიის წერა განვაგრძო გუნდთან ერთად. ძალიან კარგი წელი გვქონდა, ბევრი ქულის დაგროვება შევძელით და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი წელიც ტრავმების გარეშე ჩაივლის და ჩემი გუნდელებიც მაქსიმალურად ისიამოვნებენ თამაშით. მჯერა, რომ კლუბს შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა და იმისკენ სწრაფვა, რაც დასახული აქვს. მადლობას ვუხდი ყველას და შევხვდებით მომდევნო სეზონში".

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სპორტის სახეობაა არ უნდა დაწეროთ?
ლადო
23:19 06-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული