
"კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ პაკიაო წელს რევანშს ბრისბენში, ჯეფ ჰორნის წინააღმდეგ გამართავს", - განაცხადა ბრისბენის მერმა გრემ კუირკმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, პაკიაომ სწორედ ბრისბენში წააგო ქულებით ჰორთან და პირველ საშუალო წონაში WBO-ის ტიტული დაკარგა.
ვარაუდობენ, რომ მეორე ბრძოლა ნოემბერში Suncorp Stadium-ის არენაზე გაიმართება, რომელიც 52 ათას მაყურებელს იტევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"