სუპერბრძოლა: მეივეზერმა მაკრეგორი დაამარცხა და რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
ლას ვეგასში მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ფლოიდ მეივეზერსა და UFC-ის ისტორიაში ორ წონაში პირველ ჩემპიონ კონორ მაკრეგორს შორის ბრძოლა გაიმართა.

ბრძოლა კრივის წესებით ჩატარდა და მე-10 რაუნდში მეივეზერის გამარჯვებით ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მეივეზერმა განაცხადა:

"მაკგრეგორი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მე მეგონა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ შეხვედრა მთელ დისტანციაზე არ გაგრძელდებოდა".

Sportall.Ge

ასევე მოკრივემ დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლაა.

Sportall.Ge

"ეს ჩემი ბოლო ბრძოლა ბატონებო და ქალბატონებო", - თქვა მეივეზერმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მაკრეგორთან ბრძოლამ მეივეზერს კარიერაში 50-ე გამარჯვება მოუტანა. შესაბამისად
ამერიკელი მოკრივე ახალი რეკორდსმენია 50 მოგებით 50 შეხვედრაში, აქედან 27-ში მან ნოკაუტით მოიგო. აქამდე რეკორდი როკი მარჩიანოს ეკუთვნოდა: 49 მოგება 49 შეხვედრა (43 ნოკაუტი.)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული