ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გამოვლინდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 მაისს ვერის პარკის კრივის დარბაზში BOXING GROUP-ის პრომოუშენის ორგანიზებით პროფესიონალურ კრივში საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება და სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა.

4 რაუნდიან დაპირისპირებებში ერთმანეთს შეერკინენ პროფესიონალი მოკრივეები მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მოკრივეთა გულშემატკივრებთან ერთად დარბაზში საზოგადოების ცნობილი სახეებიც მრავლად იყვნენ.

სარეიტინგო ბრძოლების მთავარი შეხვედრა ქართველ ლაშა გურგულიანსა და აზერბაიჯანელ სტუმარ ელვინ ახუნდზადას შორის გაიმართა.

ლაშა გურგულიანმა 69 კგ. წონით კატეგორიაში 6-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა მოწინააღმდეგე.
ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, თუმცა ლაშამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ორი
ნოკდაუნის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე. ეს გურგულიანის მე-18-ე გამარჯვებაა პროფესიულ კრივში.

კრივის საღამოს კულმინაცია კი საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება იყო. პრესტიჟული ქართული ტიტულისთვის 8-რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთს 69 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე საუკეთესო მოკრივეები ბორჯომელი ნოდარ რობაქიძე და ქუთაისელი ამბროსი სუთიძე დაუპირისპირდნენ.


ლამაზი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება ნოდარ რობაქიძეს დარჩა. საქართველოს საჩემპიონო ქამარი მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი კანდელაკმა გადასცა.

სხვა სარეიტინგო ბრძოლებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

65 კფ. 4 რაუნდი
1. სერგო აგამიროვი (თბილისი) vs აჩიკო ოდიკაძე (ვარიანი) - გაიმარჯვა ოდიკაძემ

69 კგ. 4 რაუნდი
2. დიმიტრი კოვალოვი (გარდაბანი) vs დათო არუთინოვი (თბილისი) - გაიმარჯვა კოვალოვმა

91 კგ. 4 რაუნდი
3. ლევან ხარძიანი (გარდაბანი) vs გიორგი კაჭარავა (ფოთი) - გაიმარჯვა კაჭარავამ

72 კგ. 4 რაუნდი
4. გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) vs გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) - გაიმარჯვა გუჯეჯიანმა

77 კგ. 4 რაუნდი
5. გიორგი უმეკაშვილი (თბილისი) vs სანდრო მუშკუდიანი (თბილისი) - გაიმარჯვა უმეკაშვილმა

60 კგ. 4 რაუნდი
6. ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) vs თორნიკე თოთლაძე (გორი) - გაიმარჯვა თოთლაძემ

64 კგ. 4 რაუნდი
7. გიორგი გელაშვილი (გორი) vs ლუკა ფიდანიანი (თბილისი) - გაიმარჯვა გელაშვილმა

56 კგ. 4 რაუნდი
8. ილია ბერუაშვილი (ვარიანი) vs დათო შერვაშიძე (ბათუმი) - გაიმარჯვა ბერუაშვილმა

67 კგ 4 რაუნდი
9. ჯაბა შალუტაშვილი (ბორჯომი) vs ბექა მურჯიკნელი (თბილისი) - გაიმარჯვა შალუტაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული