40 წლის მენი პაკიაო ისევ მსოფლიო ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
40 წლის მენი პაკიაომ დღეს, 21 ივლისის დილით ნევადას შტატის ქალაქ პერედაისში დაამარცხა აქამდე უძლეველი კეით თურმანი და WBA ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში (67 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

პაკიაოსა და თურმანს შორის ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და საბოლოოდ, ფილიპინელმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო: 113:114, 115:112, 115:112.

ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და მოკრივეები ზედმეტი დაზვერვის გარეშე საქმეზე. პაკიამო თურმანი პირველივე რაუნდში დააკონდაუნა, თუმცა ამერიკელი მაინც კარგად იდგა ფეხებზე. თავიდან მოპოვებული უპირატესობა ფილიპინელმა ბრძოლის შუაში დათმო და თურმანმა რამდენიმე რაუნდი მოიგო, თუმცა ჩემპიონი
მაინც პაკიაო გახდა.

თურმანისთვის ეს პირველი მარცხი იყო 30-ე ბრძოლიდან. ხოლო მენი პაკიაომ კარიერაში 62-ე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული