რამდენიმე დღის წინ ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ კით თურმანი დაამარცხა და ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პაკიაომ პირველი ტიტული 1998 წელს მოიპოვა, ანუ მაშინ, როცა ამ სტატიის მკითხველთა დიდი ნაწილი დაბადებულიც არ იყო.

ეს 1998 წელს მოხდა. 19 წლის მენის იმ დროისთვის 24 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 23 მოეგო და ეს შედეგი უფლებას აძლევდა, სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონობისთვის ებრძოლა.

მისი მოწინააღმდეგე და ქამრის მფლობელი ტაილანდელი ჩატჩაი სასაკული იყო. 28 წლის სასაკულს თინეიჯერი პაკიაო ტაილანდში ეჩხუბა და მეტოქე მე-8 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვების შედეგად მენიმ WBC ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეს მენის პირველი ტიტული იყო. გავა დრო და ფილიპინელი მებრძოლი 8 სხვადასხვა დივიზიონში მოიპოვებს ქამრებს და კრივის ისტორიაში სამუდამოდ შევა. პირველი ჩემპიონობა პაკიაომ 50,8 კგ-მდე კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო ბოლო მედალი ბრძოლაში 16 კგ-ით უფრო მძიმე კატეგორიიდან იყო.

მენი პაკიაო გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი და მისი პირველი ტიტულიდან 20 წელზე მეტია გასული. გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ პერიოდში.

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები ლენოქს ლუისი, ევანდერ ჰოლიფილდი და ჰერბი ჰაიდი იყვნენ.

ვლადიმირ კლიჩკო ჯერ კიდევ პერსპექტიულ მოკრივედ ითვლებოდა. პაკიაოს ჩემპიონობიდან ნახევარი წლის შემდეგ ვლადიმირის უფროსი ძმა, ვიტალი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

კანელო ალვარესი გვადალახარას ქუჩებში თამაშობდა, ხოლო ფლოიდ მეივეზერს უკვე 19 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ხაბიბ ნურმაგომედოვი კავკასიონის მთებში ჭიდაობდა, კონორ მაკგრეგორი კი ფეხბურთით იყო გატაცებული და "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობდა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ფრანგების თანამედროვე ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე პაკიაოს ჩემპიონობიდან 2 კვირის შემდეგ დაიბადა.

რომის პაპი ივანე პავლე მეორე იყო, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი გახლდათ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილი. რუსეთის სათავეში ჯერ ისევ ბორის ელცინი იდგა, აშშ-ის - ბილ კლინტონი.

ქუთაისის "ტორპედოს" კი დავით ყიფიანი წვრთნიდა.

40 წლის მენი პაკიაო ისევ მსოფლიო ჩემპიონია [VIDEO]

Baqria
საღოლ ხვიჩა,შენც და მაკაოსაც.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის