მაიკ ტაისონი: ქუჩურ ჩხუბში მეივეზერს უკანალზე მოვსვამდი

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მძიმე წონაში, ამერიკელმა მაიკ ტაისონმა ამერიკულ საინფორმაციო საშუალება Complex-თან ინტერვიუში თანამემამულე მოკრივე ფლოიდ მეივეზერზე ისაუბრა, რომელიც მსუბუქ და სუპერ-საშუალო (საშუალომდე) წონაში უძლეველ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

"ვთვლი, რომ ქუჩურ ჩხუბში მეივეზერს უკანალზე მოვსვამდი. თუმცა უნდა ვაღიარო, მის წონით კატეგორიაში რომ მეასპარეზა, დიდი ალბათობით, ის მომიგებდა. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ის ძალიან კარგია იმ საქმეში, რასაც აკეთებს", - განაცხადა ტაისონმა.

ტაისონს პროფესიონალურ დონეზე 58 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 6-ში დამარცხდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ციხეში ჩაჯდომამდე არცერთი
მარცხი არ განუცდია. ხოლო ფლოიდ მეივეზერმა 50-ვე ბრძოლა მოიგო და კრივიდან წავიდა. თუმცა ბოლო დროს ბევრი იწერება მის დაბრუნებასა და მენი პაკიაოსთან მატჩ-რევანშის გამართვაზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიჭირდებოდა :D
შეტევა
16:33 24-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული