თუ მე და ალი შევხვდებოდით - მაიკ ტაისონმა ალი-ტაისონის ბრძოლას წერტილი დაუსვა

AutoSharing Option
მძიმე წონის ექს-ჩემპიონმა და ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა აღიარა, რომ თუ ის ლეგენდარულ მუჰამედ ალის შეხვდებოდა, დამარცხდებოდა კიდეც.

"სავარაუდოდ, მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიგებდი თუ ჩემი და ალის ბრძოლა ფენტეზის რაღაც ჟანრი იქნებოდა. ნამდვილ ბრძოლაში ვერ მოვუგებდი. ალი - ყველა დროის ყველაზე დიდებული მებრძოლია." - განაცხადა ტაისონმა.

განსხვავებული აზრი აქვს, მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონს ენტონი ჯოშუას. ბრიტანელი თვლის, რომ ტაისონს ჰქონდა მუჰამედ ალის დასამარცხებლად ზედგამოჭრილი ტექნიკა. იხილეთ სტატია ქვემოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კასიუს კლეი, ანუ მუჰამედ ალი. კაცი ლეგენდა, მის ლეგენდებზე გავიზარდეთ. ამბობდნენ მისი მოქნეული მუშტი ჰაერში ბუზზზს კლავსო, ისევე როგორც პაიჭაძეზე დადიოდა ლეგენდა, მეკარედ მაიმუნი დაუყენეს, დაარტყა და მაიმუნი გახიაო.
ეეეხ რა დრო იყო, როდესაც მათზე ვსაუბრობდით, ბავშვებს ზღაპაში გვეგონა თავი...
ორი ლეგენდა, ისევე, როგორც პელე და მარადონა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16:14 11-04-2020
0
ტაისინისგან არ მოველოდი ამხელა სითავმდაბლეს. ეს კაცი ამაღლდა ჩემს თვალში. ამასთანავე მე ვთვლი რომ 50/50-ზე იქნებოდა.
თენგიზ გაბიძაშვილი
19:34 11-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული