არგენტინელი სერხიო მარტინესი საშუალო წონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემპიონი იყო, თუმცა მისი მოკრივის კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი ფეხბურთელობას აპირებდა.
"მე ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. მოკრივეების ოჯახში დავიბადე, მაგრამ 20 წლის ვიყავი და ერთი ნაბიჯიღა მაშორებდა დიდ ფეხბურთის კლუბში თამაშამდე. ერთხელ სკაუტმა შემამჩნია და გუნდის სინჯებზე დამიბარა.
მეორე დღიდან ვარჯიშები გავაძლიერე. ძირითადად, დატვირთვა კრივის დარბაზში მიწევდა. უკვე მეორე დღეს მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება არა ფეხბურთი, არამედ კრივი იყო. ერთი თვის შემდეგ, სინჯების ნაცვლად, პირველი ბრძოლა ჩავატარე. მე 20 წლის ვიყავი,
ჩემი მოწინააღმდეგე - 14-ის. სხვისი ლიცენზიით ვჩხუბობდი", - განაცხადა სერხიომ.
45 წლის მოკრივემ კარიერა 2014 წელს მიგელ კოტოსთან განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულა. სამწუხაროდ, მის კარიერაზე გავლენა ბოლო პერიოდის ტრავმებმა იქონია, რის შემდეგაც ფეხებით ძველებურად კარგად ვერ გადაადგილდებოდა, რაც მისი სტილის ძირითადი ასპექტი იყო.
თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიო კრივში დაბრუნებას აპირებს.