2 კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, კრივზე 28 წლისა შევიდა, 4 წელში ალისა და ფორმენსაც უგებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასული საუკუნის 70-იან წლებში მძიმე წონაში მეფობდნენ მუჰამედ ალი, ჯორჯ ფორმანი და ჯო ფრეიზერი. მათი ფანტასტიკური გამოსვლების ფონზე, სხვა ნებისმიერ მოკრივეს ძალიან უჭირდა თავის გამოჩენა. თუმცა ერთმა ეს მაინც მოახერხა.

რონ ლიალი. ის მაინც ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ალისა და ფორმანს ურთულესი ბრძოლები გაუმართა.

ლაილი 1941 წლის 12 თებერვალს დეტროიტში დაიბადა. ის იყო უილიამისა და ნელი ლაილების მე-3 შვილი 19-დან. როცა ის 13 წლის იყო, მისი ოჯახი დენვერში გადაბარგდა. უილიამ ლაილი ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე მუშაობდა და ბიჭს მკაცრი
ხელი ხშირად აკლდებოდა. სიტუაციას ის ართულებდა, რომ ოჯახი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა, სადაც, ძირითადად, შავკანიანი მოსახლეობა ბინადრობდა, ხოლო ქუჩებს ბანდები აკონტროლებდნენ. მომავალი მოკრივე სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბანდაში აღმოჩნდა.

19 წლის ასაკში ერთ-ერთ გარჩევაზე ლაილმა ადამიანი მოკლა. 1960 წელს მას 15-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მაგრამ მისი რთული ხასიათი ციხეშიც გამოვლინდა: ლაილი ხშირად მონაწილეობდა ჩხუბებში. ერთ-ერთ ხელჩართული ჩხუბის დროს ვიღაცამ ის დანით დაჭრა. რონი რაღაც სასწაულის ძალით გადარჩა: საოპერაციო მაგიდაზე მას 18 ლიტრი სისხლი გადაუსხეს და 2-ჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი.

ციხეში ის ოფიცერმა კლიფ მატექსმა შეამჩნია, რომელიც კრივის ფანი და ამავე დროს, მწვრთნელიც იყო. თუმცა, თავდაპირველად, ლაილისა და კლიფის ურთიერთობა ვერ შედგა. მომავალმა მოკრივემ თეთრკანიანი პოლიციელი "ერთ ადგილზე" გაუშვა. მოგვიანებით მათ შეძლეს საერთო ენის გამონახვა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ლაილი იტყვის: "ეს იყო ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი".

როცა რონიმ კრივის ათვისება ციხეში დაიწყო, მაშინ მუჰამედ ალიმ სონი ლისტონი დაამარცხა, გახდა ჩემპიონი და თავი დიდებულად გამოაცხადა. ციხის რინგზე გასვლას ის არ ჩქარობდა. ჯერ დიდი ხანი უყურებდა მოწინააღმდეგეებს, ხოლო როცა დაძლია შიშის ბარიერი და გავიდა ბრძოლის ჩასატარებლად, ის დამარცხდა. ძლიერმა ნებისყოფამ ლაილს არ მისცა დანებების უფლება და დანარჩენი 25 ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.

Sportall.Ge

რონი ციხიდან კიდევ დიდხანს ვერ გამოვიდოდა, რომ არა ბილ დენიელსი, ამერიკის საკაბელო ტელევიზიის მამა და "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" თანამფლობელი. ის შთაგონდა მოკრივის ისტორიით და მისი დახმარება გადაწყვიტა. შესაბამისად, შეძლო სასჯელის შემსუბუქება და საკუთარ კომპანიაში შემდუღებლად დაასაქმა. თავისუფლების მეორე დღეს ლაილი უკვე დარბაზში იყო.

როცა პროფესიონალებში გადავიდა, ის 29 წლის იყო. 28 წლის ასაკში კი პირველად ეწვია კრივის დარბაზს. წელიწად-ნახევარში მან 19 ბრძოლა გამართა, ხოლო 17-ჯერ მოწინააღმდეგე ნოკაუტში გაუშვა. მე-20 ბრძოლაში 70-იანების კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავთან, ჯერი ქუერისთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. შემდეგ ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა და ძალიან არაკომფორტულ მოწინააღმდეგეს, ჯიმი იანგს დაუპირისპირდა. ჯიმიმ მუჰამედ ალი და ჯო ფრეიზერი კარგად აწვალა, ხოლო ჯორგ ფორმანს მოუგო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ლაილმა ვერაფერი გააწყო იანგის წინააღმდეგ და დამარცხდა, შემდეგი ბრძოლა ჩემპიონის, მუჰამედ ალის წინააღმდეგ მიიღო.

ალისა და რონის ბრძოლა რონის უპირატესობით მიმდინარეობდა. ლაილი თავის უმძიმეს დარტყმებს ისროდა, ჩემპიონი კი ცდილობდა, დისტანციურად დადგომოდა და ხშირად კლინჩში შედიოდა. მე-11 რაუნდამდე ლაილი მსაჯების ბარათებზე დიდი უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა საგრძნობლად დაიღალა კიდეც. ალიმ კი მრავალდარტყმიანი კომბინაციები მიაყარა, მოწინააღმდეგე შეარყია და რეფერიმ შეხვედრა გააჩერა კიდეც.

Sportall.Ge

მწარე მარცხის შემდეგ ლაილი სულ რაღაც 4 თვეში უკვე კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე პანჩერნს, ერნი შეივერსს დაუპირისპირდა. ერნი კრივის ავტორიტეტულმა გამომცემლობამ საუკეთესო ნოკაუტერებს შორის მე-10 ადგილზე დააყენა. ორი პანჩერის ჩეხაბაობა ლაილის ეფექტური გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა რეალური დიდება რონის 1976 წლის 24 იანვარს ჯორჯ ფორმანთან გამართულმა შეხვედრამ მოუტანა. ჯორჯი 15 თვე რინგზე არ გამოსულა, ბოლო ბრძოლაში კი მუჰამედ ალისთან ნოკაუტით დამარცხდა. ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ რონის უმარტივესად დაამარცხებდა.

Sportall.Ge

საბოლოოდ, შეხვედრამ "წლის ბრძოლის" სტატუსი მიიღო, მოწინააღმდეგეებმა კი სპორტის საზღვრები დატოვეს: ისინი მზად იყვნენ ერთმანეთი დაეხოცათ, ოღონდ რომელიმე გამარჯვებული გამოსულიყო.

იხილეთ მათი ბრძოლის საუკეთესო მომენტები.

ფორმანთან ბრძოლის შემდეგ ლაილის კარიერას დაღმასვლა დაეწყო, გახშირდა მარცხები და ფიზიკური ფორმის დაკარგვა. მან დენვერში დარბაზი გახსნა და მისი ერთ-ერთი მოსწავლე ვიქტორ ორტისი იყო, რომელიც ნახევრად საშუალო წონაში ჩემპიონი გახდება. რონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთ წელიწადში კი ორტისი ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ანი კურტანიძეს

შენ კარტული იცის ?

რა არის რანაირი ქართულით წერ????

"შავკანიანი მოსახლეობა ბინადრობდა"- ტყეში დათვი ბინადრობს და ადამიანზე არ შეიძლება ეს სიტყვა.

"ის შთაგონდა მოკრივის ისტორიით"-შთაგონდა რა სიტყვაა, შენ შეიტანე ქართულში???

"ლაილი თავის უმძიმეს დარტყმებს ისროდა"- ქვის სროლა გამიგია და დარტყმის სროლა???

"გახდა ჩემპიონი და თავი დიდებულად გამოაცხადა"-დიდებულად გამოაცხადა რას ნიშნავს?????????

სირცხვილია თავმოყვარეობა არ გაქვთ რანაირად წერთ????????????


გიორგი
01:52 03-07-2020
1
Lenoqsi da rkinis maiki dgevandel mzime conosnebs ertmanetze daalagebdne chemi azrit. Ise fiuri martla zlieria.
Milani
20:36 29-06-2020
0

სიახლეები პოპულარული