ფიური და უაილდერი ერთმანეთს წლის ბოლოს შეხვდებიან

AutoSharing Option
Top Rank-ის პრეზიდენტი ბობ არუმი WBC-ის მძიმე წონის ჩემპიონის, ტაისონ ფიურისა და ამავე ტიტულის ყოფილ მფლობელ დეონტეი უაილდერის მესამე შეხვედრაზე საუბრობს.

არუმის განცხადებით, 19 დეკემბერი ის თარიღია, რომელზეც ორივე მხარე თანახმაა. შეხვედრა კი ლას-ვეგასში, "ერიჯენთის" ახალ არენაზე იგეგმება. არენა 65 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა არუმი ვარაუდობს, რომ სოცდისტანციის დაცვის წესებით, სულ მცირე, 25 ათას გულშემატკივარს დატევს.

შეგახსენებთ, უაილდერისა და ფიურის პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში ტაისონმა დეონტეი დაანოკაუტა. ახლა კი ვალდებულია, რემატჩი ჩაატაროს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული