ძალიან კარგი ამბავი - შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე მალე გაათავისუფლონ [PHOTO]

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე MMA GEORGIA-ს გახსენებისთვის მადლობას უხდის და საკუთარ "ფეისბუქზე" ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"MMAGEROGIA მადლობა ყველას გახსენებისთვის, კეთილი სურვილებისათვის, ღმერთია ჩემ გვერდით და რამდენიმე მეგობარი, ის ხალხი, ვინც დაჭერამდეც ჩემ გვერდით იყო და ისევ ის ხალხი მიდგას გვერდში. 10 წელი მაქვს მისჯილი და 5-წლიანი კონტრაქტი კიდევ მაქვს, ყოველდღე ვვარჯიშობ, ჩემი ფიქრი და მოლოდინი მალე გამოსვლაა, შეიძლება ამ თვეში გამოვიდა, მაქსიმუმ 4 თვე.

საქართველოს მთავრობის იმედი არც მქონია და არც მექნება, მთელი ჩემი კარიერის მანძილზე 1 ლარითაც არ დამხმარებია,
ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ბორკილები ხელებზეც მადევს და ფეხებზეც და ახლა, ამ დროს ვინაა გვერდში დამდგომი მაგათგან, მე მესმის ეს ყველაფერი. არცერთი ამერიკელი არაა ჩემს საქმეში, რუსულ და ქართულენოვანი ხალხია ჩემ წინააღდეგ ვინც გამოდის, ამერიკაში დამიჭირეს, მარა მე ამერიკაზე გული არ მწყდება, მე აქ გამოსვლის მერე ცხოვრებას ვაპირებ, საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე, კიდევ ერთხელ, ყველას ვინც გვერდში მიდგახართ, მადლობას გიხდით და ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეთ.

როგორც WBO ვერსიით, ისე WBC ვერსიით მაქვს მოგებული დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი, მაგრამ ამ ყველაფერს არ აღიარებდნენ საქართველოში, ჩემი ბრალდების სათაური ასეთია: ავთანდილ ხურციძე, რუსი მაფიოზი, ზედმეტსახელად "კიკბოქსიორი", რადგან კიკბოქსინგშიც მაქვს მიღწევები, მსოფლიო, ევროპისა და ევრაზიის ჩემპიონი ვარ და 3 პროფესიონალური გამარჯვება მაქვს მოპოვებული.

საოცარი ის არის, რომ პირველი ნომერი, უძლიერესი კაცი დავამარცხე, მარცხიც განვიცადე გამოუცდელ მებრძოლთან, მაგრამ აქ უკვე ჩემი სპორტული რეჟიმის დარღვევის გამო მოხდა ეს. ასეთი დასახელება იმიტომ მაქვს, რომ საქართველოს მხარეს ბოლომდე იგნორი რომ გაეკეთებინა, "კიკბოქსიორი" მეტსახელად არავის უწოდებია, რაც თქვენს ჩამონათვალშია ეს მეტსახელები მქონდა, ახლა აქ ციხეში, ახალი ზედმეტსახელი შემარქვეს – "big tice", ანუ "დიდი ტაისონი". საქართველოს მხარე ელემენტარული თარჯიმნითაც არ მეხმარება, უკრაინელი ქალბატონი ისაბელა მითარგმნის რუსულ ენაზე, მაგრამ ადამიანი წინ მიდის და ახლა, როგორც რუსულ ენაზე, ასევე ინგლისურ ენაზეც შემიძლია საუბარი. კიდევ ერთხელ მადლობა გამხნევებისთვის."

Sportall.Ge

წყარო: ავთანდილ ხურციძის "ფეისბუქგვერდი"


altდღის ფოტო: ავთანდილ ხურციძე



მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვიდობა მოგცეს ღმერთმა!
ვახო...
17:21 09-02-2021
1
ძალიან გამიხარდება ჩაქუჩას წარმატება თუ კარიერული ვეღარ ექნება ცხოვრებაში მაინც ბედნიერებას ვუსირვებ!!!
ილია ხანდახან მართალი
22:04 09-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული