ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 27 ივლისს, ქართველმა მოკრივე ესკერხან მადიევმა მეორე შეხვედრა გამართა, უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა და  მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, მადიევმა პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 36 წლის ლოურენს სოტომაიორ კოლასოს სძლია. ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალურ შეხვედრას 30 ივლისს გამართავს, მისი მეტოქე კი გამოცდილი, მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ანდრეი ზამკავოი იქნება.


altკრივში გამარჯვებით დავიწყეთ - "მუჰამედ ალი" დამარცხებულია

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოს მოქალაქე, ფართო გაგებით, იგულისხმება, რომ დიახ, არის ქართველი.
ეთნიკური წარმომავლობა სხვაა. თუმცა ყოველთვის ხომ არ უნდა გაესვას ამას ხაზი
giabar
27 ივლისი 2021 17:04
5
თქვენ ქართველის განმარტება ეტყობა არ იცით, ეთნიკურად ქართველი კიდევ სხვააა. ეს მოკრივე ეროვნებით ჩეჩენია, გაზრდილია თურქეთში და საქართველოს მოქალაქეა. საიდან არის ქართველი? მასე საქართველოს ნაკრებში (კალათბურთში) ამერიკელი თამაშობს რა ქართველია??
გია
27 ივლისი 2021 18:24
10
დიახ, იგი მრავალ ჩვენთაგანზე უფრო დიდი ქართველია რადგან საქართველოს ღირსებას იცავს, საუბრობს ქართულად...

ზოგ ეთნიკურ გვარით ქართველს მხოლოდ მამის სპერმატოზოიდები აკავშირებს საქართველოსთან და არა თუ მისი ღირსებისათვის ქვა-ქვაზე არ დაუდია, არამედ მას სახელს უტეხს და მტრობს!

თუ ეს არ მოგწონთ, მაშინ ალტერნატივას გთავაზობთ - ვაინახი ქართველი!

ესკერხანს კი ვუსურვებ ულევ წარმატებებს და გაეხარებინოს საქართველოცა და თავისი ისტორიული სამშობლოც!
თამაზი
28 ივლისი 2021 03:33
0
ქართველი მოკრივე საიდან არის. უნდა იყოს საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე და ა.შ.
გია
27 ივლისი 2021 14:28
61
ცდები მეგობარო. საქართველოში ცხოვრობენ თაობები და სრულიად ლეგიტიმურია ქართვეებად მოხსენება
გია-ს
27 ივლისი 2021 16:00
5
მე, მაგალითად, დიდი ბებია მყავდა სომეხი, ამიტომ რა ვქნა - "თითქმის ქართველად" მოვიხსენიო თავი?
დავითი
27 ივლისი 2021 17:24
4
ყველა გამოხმაურება
რა ვიცი, ვიღაც ეთნიკური ქართველი რომ იტყვის 'ჩვენ ქართველებიო', მაშინვე განმარტებას მოაყოლებს ხოლმე ყველა იგულისხმებაო და ეს განმარტება რაღატომ არის საჭირო თუ ყველანი ქართველები ვართ?
odala
27 ივლისი 2021 16:12
0

სიახლეები პოპულარული