კრივში გამარჯვებით დავიწყეთ - "მუჰამედ ალი" დამარცხებულია

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველ დღეს, 24 ივლისს, ქართველი სპორტსმენებიდან ასპარეზობაში ბოლოს მოკრივე ესკერხან მადიევი ჩაერთო, რომელმაც აზერბაიჯანელ ლოურენს სოტომაიორ კოლასოს სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მადიევის მიერ დამარცხებული მეტოქე 36 წლის, წარმოშობით კუბელია, რომელსაც "მუჰამედ ალის" მეტსახელით იცნობენ და წინა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.

ქართველი მოკრივე შემდეგ ეტაპზე სამშაბათს, 27 ივლისს იასპარეზებს და მისი მოწინააღმდეგე უგანდელი შადირი ბვოგი იქნება. 

შეგასენებთ,ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას კიდევ ორი მოკრივე, სახილ ალახვერდოვი და გიორგი ხარაბაძე დაიცავენ.


altბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე სანანანი მარცხი ქართველისგან...

altირაკლი რევიშვილმა

საკვალიფიკაციო ეტაპზე არადამაჯერებლად გაცურა

altჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა... დასანანი მარცხი დამატებით დროში


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველი ესკარხან მადიევი, რომელმაც აზერბაიჯანელ ლოურენს სოტომაიორ კოლასოს სძლია ..... მართლა ასე წერია თუ მე ვერ ვკითხულობ რამეს სწორად?
დინამოელი
17:49 24-07-2021
3
კარგად იბრძოლა ამ ბიჭმა,თუმცა რამდენჯერმე ადრე გამოეთიშა ეპიზოდს და დატყმა გაატარა.
სოსო
17:42 24-07-2021
0

სიახლეები პოპულარული