მადიევი: 30 ივლისს შემდეგი ბრძოლის მოსაგებად ვემზადები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივლისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა მოკრივემ, ესკერხან მადიევმა, მეორე შეხვედრა უგანდელი შადირი ბვოგის წინააღმდეგ გამართა. ჩვენებურმა მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

"ჩავატარე ორი ბრძოლა, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავდა და მოვიგე. 30 ივლისს შემდეგი ბრძოლის მოსაგებად ვემზადები. დიდი მადლობა ყველას, წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს" - ამბობს ესკერხანი.

როგორც მოკრივემ აღნიშნა, მეოთხედფინალურ შეხვედრას 30 ივლისს, ანდრეი ზამკოვოის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 13:51 საათზე დაიწყება.

ვიდეო აღებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის "ფეისბუქგვერდიდან"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა იცოდეს როგორ ვგულშემატკივრობთ
მინდია
28 ივლისი 2021 16:47
0
გაიხარე ესკერხან!!!
პროფესტო
28 ივლისი 2021 10:29
0
გაიხარე ესკერხან, წარმატებებს და ოლიმპიურ ჩემპიონობას გისურვებ! ეტყობა, რომ კარგი ბიჭია და არავისზე ნაკლები ქართველი, ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობს რაც ძალიან დასაფასებელია.
გულშემატკივარი
28 ივლისი 2021 10:02
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული