42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს, რაც სპორტსმენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე.

გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

რაღა დაგიმალოთ და, უკეთეს პირობებში, რაც
კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული, ირბინე ენის წაგდებამდე, არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რა ვიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება,  რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია.

ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის, მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს, ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით, თქვენი ავთანდილ ხურციძე." - დაწერა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, ხურციძე 2017 წელს დააპატიმრეს და 2018 წელს ამერიკულმა სასამართლომ რეკეტში მონაწილეობის მიღებასა და კრიმინალურ სინდიკატთან კავშირის გამო 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად "ჩაქუჩა" 42 წლისაა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
იმედია თავის ცოდვებს მოინანიებს ალალად. პირადად მივა და ბოდიშს მოუხდის იმ ქართველ ხალხს ვინც დაატერორა, სცემა უმოწყალოდ, ფული გამოსძალა, ვითომ და ვაი ქურდ რაჟდენა შულაიას ცუმბუშობის პერიოდში. ერთ უჯრედიანია და უტვინო. მსოფლიო ჩემპიონობას რომ ვიღაც ვითომ ქურდის მონობას გადააყოლებ, საკუთარი ხალხი, ქართველები ვინც პატივს სცემდა, დაატერორა, გაძარცვა, სცემა, ბიზნესი დაუნგრია.. წასულიყო აბა იტალიელებისთვის,ირლანდიელებისთვის, რუსებისთვის ანდ ჩინელებისთვის წაერთვა და გაქაჩვოდა ნახავდა რას უზამდნენ. თქვენ კიდევ ვაი ჟურნალისტებო რეკლამას უკეთებთ, იმის მაგივრად რომ ზუსტად მისცეთ ინფორმაცია ასეთ საშინელ ადამიანებზე რომ სხვებიც მეორიდნონ. ამ ცხოველისგან ადამიანი აღარ გამოვა. პიტბული სისხლის გემოს რომ გაიგებს იმას ვეღარაფერი გამოასწორებს. Gამოვიდეს სახალხოდ და აღიაროს რაც ჩაიდინა და ბოდიში მოუხადოს ყველას ბრუკლინის ემიგრაციას განსაკუთრებით... და თუ მართლა იჩხუბა და გადაუხადეს ის ფული იმათ გადაურიცხოს ვისაც წაართვა და გააუბედურა.
niko
17:45 06-09-2021
14
გილოცავ ჩაქუჩ გამოსვლას! მაგრამ რაღაც არ გეტყობა რომ ჭკუა ისწავლე. ისე საუბრობ რომ ციხეში კი არა, ოლიმპიურ სოფელში იჯექი 5 წელი. იმედია ქურდულ სამყაროსთან აღარ გექნება საერთო "პროექტები". წარმატებებს გისურვებ სპორტში!
ლუკა
14:54 06-09-2021
1

სიახლეები პოპულარული