14 ნოემბერს თბილისში, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით, სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა პროფესიონალურ კრივში. დაპირისპირებებში მონაწილეობა მიიღეს მებრძოლებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კრივის კლუბებიდან. ღონისძიებაზე მაყურებელთა დასწრება დაშვებული არ იყო, თუმცა ქომაგებს შეეძლოთ "ფეისბუქის" გვერდ Boxing Georgia-ს მეშვეობით პირდაპირი ეთერის რეჟიმში ედევნებინათ თვალი ორთაბრძოლებისთვის.

მშვენიერი კრივით დაამახსოვრა თავი დამსწრე საზოგადოებას რუსთაველმა ირაკლი შარიაშვილმა. 61 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ბრძოლაში მისი მეტოქე გორელი გიორგი ჩიფჩიური იყო. ჩიფჩიური ერთხანს ცდილობდა მძლავრი წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა შარიაშვილმა ხელთ იგდო უპირატესობა, ზუსტი და მძლავრი დარტყმებით გატეხა მეტოქე და ვადაზე ადრე მოიპოვა გამარჯვება.

საინტერესო გამოდგა უკვე გამოცდილი მებრძოლების, გორელი ბადრი გოგიჩაშვილისა და ბორჯომელი მერაბ გუკასიანის დაპირისპირება 78 კგ წონით კატეგორიაში. რთულ და დაძაბულ შერკინებაში გოგიჩაშვილმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და ქულებით დაამარცხა მეტოქე.

დიდ ინტერესს იწვევდა მძიმე წონაში გასამართი დაპირისპირება ახალგაზრდა ქუთაისელ მოკრივე რიჩარდ ფხაკაძესა და გამოცდილ თბილისელ დავით გეგეშიძეს შორის. ფხაკაძემ სულ რამდენიმე კვირის წინ, შვედეთში ნოკაუტით დაამარცხა ადგილობრივი მებრძოლი და კარგი განწყობითა და თავდაჯერებით გავიდა რინგზე. რაც შეეხება გეგეშიძეს, მას დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ კრივში. ორთაბრძოლა მართლაც საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ფხაკაძე ცდილობდა მეტოქეზე იერიშების მიტანას, თუმცა გეგეშიძე ფიზიკური მონაცემებისა და გამოცდილების ხარჯზე კარგად იცავდა თავს და არც კონტრშეტევებს აკლებდა მეტოქეს. თუმცა ბრძოლის დასასრულს თბილისელი მოკრივის მოქმედებებში დაღლილობამ იჩინა თავი, რითაც ისარგებლა ფხაკაძემ და ქულებით მოიპოვა გამარჯვება.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დებიუტანტმა მოკრივემ მესტიიდან ზურაბ ნიგურიანმა, რომელმაც იოლად სძლია თავის მეტოქეს, გორელ დავით ბიძინაშვილს და აშკარად დაანახა ყველას, რომ დიდი პოტენციალი აქვს.

მშვენიერი ნოკაუტი შესთავაზა საზოგადოებას ვარიანის კრივის სკოლის აღზრდილმა თორნიკე კანდელაკმა, რომელმაც პირველივე რაუნდში უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით გატეხა კასპელი რომა გადიმოვის წინააღმდეგობა.

თვალსასეირო გამოდგა გორელი გიორგი ბიბილურისა და თბილისელი გიორგი მახარაშვილის ჯახი. თავდაუზოგავი და დაუნდობელი ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მახარაშვილის ტრიუმფით დასრულდა.

არანაკლებ საინტერესო იყო სხვა ორთაბრძოლებიც:

68 კგ

ნიკა იუდოვი - მირიან კეკოშვილი (გაიმარჯვა იუდოვმა)

91+ კგ

ზაალ კვეზერელი - გიორგი თამაზაშვილი (გაიმარჯვა კვეზერელმა)

54 კგ

მიხეილ სოლონინკინი - ნიკა მაყიშვილი (გაიმარჯვა სოლონინკინმა)

56 კგ

დავით შერვაშიძე - როშა დოჩენკო (გაიმარჯვა შერვაშიძემ)

91 კგ

სლავა მარგიშვილი - რობერტ ფარნაშვილი (გაიმარჯვა მარგიშვილმა)

მომავალი სარეიტინგო ბრძოლები უკვე დაგეგმილია - 12 დეკემბერს დაპირისპირებებს კვლავ თბილისი უმასპინძლებს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს