ლეგენდარული უკრაინელი მოკრივეები, ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები, მედიის ყურადღების ცენტრში რუსეთის საომარი მოქმედებების წამოწყების შემდეგ გვხვდებიან, ძმები სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.
მოგეხსენებათ, ვიტალი კიევის მერია, ვლადიმირმა კი პირდაპირ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას ფართომასშტაბიან შეტევას დაუწყებდა, საომარ მოქმედებებში მისი თანამემამულეების გვერდით იბრძოლებდა.
"მე უკრაინელი ვარ, ასევე, მებრძოლიც" - განაცხადა ვლადიმირმა.
დახმარება ვასილი ლომაჩენკოსგან
რა თქმა უნდა, მხოლოდ კლიჩკოები არ იბრძვიან. ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ექსჩემპიონებს სხვა მებრძოლებიც შეუერთდებოდნენ. მათ შორისაა 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი (კრივში) ლომაჩენკო.
ოლექსანდრ უსიკი
კიდევ ერთი ჩემპიონი, რომელიც რიგზე ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის უნდა მომზადებულიყო, სამშობლოს დაუბრუნდა, ხელში იარაღი მოიმარჯვა და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაება.
"თქვენ არ იბრძვით ჩვენს მთავრობასთან, ჩვენს ჯართან, თქვენ ეომებით ხალხს. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენს სახლში ვართ" - განაცხადა ოლექსანდრმა.
არნოლდ შვარცნეგერი აღტაცებულია
ძმები კლიჩკოებით და არამხოლოდ მათით, ზოგადად უკრაინელი ხალხით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი აღტაცებულია.
"ჩემო მეგობრებო, თქვენზე ვფიქრობ. თქვენ იყავით ჩემი გმირები რინგზე და ახლაც გმირებად რჩებით" - წერს არნოლდი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, მოკრივეებზე საუბარს ვიტალი კლიჩკოს ფრაზით დავასრულებ:
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი მიწის დაცვაა".
მომზადებულია Marca-ს მიხედვით