უსაინ ბოლტის კარიერის სამწუხარო დასასრული

AutoSharing Option
მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს კაცებს შორის 4x100 მეტრზე ესტაფეტა გაიმართა. ეს ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის, უსაინ ბოლტის კარიერაში ბოლო სტარტი იყო.

ბოლტი იამაიკის ნაკრებში ბოლო ეტაპზე გარბოდა. იამაიკელებს მინიმუმ ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ უსაინი ფინიშამდე დაახლოებით 60-70 მეტრით ადრე ჯერ კოჭლობით სირბილზე გადავიდა, შემდეგ კი სარბენ ბილიკზე დაეცა.

ჩემპიონი სენსაციურად ბრიტანეთის ნაკრები გახდა, თანაც, ისტორიაში მეოთხე შედეგით და ევროპის რეკორდით. მეორეზე აშშ გავიდა და მესამეზე - იაპონია.

შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტმა ამ ჩემპიონატზე 100 მეტრზეც იასპარეზა და მხოლოდ
მესამე ადგილი დაიკავა. იამაიკელი მსოფლიოს 11-გზისა და 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული