ლარატი VS კვიკვინია II - თბილისმა მკლავჭიდის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 თებერვალს, თბილისში მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირი East vs West 16 გაიმართა. ივენთის მთავარი დაპირისპირება გენადი კვიკვინიასა და დევონ ლარატის შეხვედრა იყო, სადაც კანადელმა ქართველს აჯობა.

სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს 2023 წელს ამავე ტურნირზე დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვება კვიკვინიამ მოიპოვა.

გამარჯვების შემდეგ ლარატმა ქართველების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"მადლობა, საქართველო, თქვენ უძლიერესები ხართ. თქვენ საუკეთესო მებრძოლები გყავთ. უამრავი მსოფლიო ჩემპიონი, თანაც ასეთ პატარა ქვეყანაში. მიყვარხართ, ქართველებო, თქვენ ყველანი უძლიერესები ხართ", - განაცხადა ლარატმა.

შეგახსენებთ, ლევან საგინაშვილს დევონ ლარატი სამჯერ ჰყავს დამარცხებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კი არავის ეწყინოს, ან თუუდნათ ეწყინოთ, მაგრამ კვიკვინიამ უნდა იცოდეს, რომ სპორტმენის იმიჯი და რეპუტაცია გულშემატკივრის თვალში, გარდა ხელის გადაწევისა და გოლის გატანისა, მისი პიროვნული თვისებებით, აურით, ხალხისადმი დამოკიდებულებითაც იქმნება.

არავის არ დავიწყებია გავეშებული და გაბოროტებული როგორ პიროვნებადაც წარმოჩინდა სოსო ჯაჭვლიანთან მიმართებაში. არ აქვს მნიშვნელობა მართალი იყო თუ არა, აქ გამოხატვის ფორმებზეა საუბარი. მაგ იმიჯს გამოსწორება სჭირდება.

ბოროტი და ვაჟკაცური ერთდაიგივე არარი. აგრესიული და ვაჟკაცური ერთიდაიგივე არ არი. იაროს ბრაზიანი სახით და იყოს.

კაროჩე, იმიჯმეიკერი უნდა დაიქირავოს ჯიგარმა
საბა
11:06 17-02-2025
2
100% მართალი ხარ, მაგ დონეზე რო ადიხარ ცოტა ხალხის სიყვარული უნდა დაიმსახურო, რაც შეეხება ლარატს, ის მსოფლიოს საყვარელი და უძლიერესი ფალავანია, რომელმაც კვიკვინია ორჯერ დაამარცხა, თანაც მეორედ 50 წლის ასაკში.

თავიდან ბოლომდე ვუყურე მათ დაპირისპირებას იუთუბზე და კვიკვინიამ ორჯერ ხელი კრა ლარატს და ძალიან აგრესიული იყო, თუმცა მაგრა წააგო მაინც.

ზოგადად ქართველები ვერ გამოვიდნენ კარგად, ზირაქიშვილმაც წააგო, საკმაოდ ასაკიან კაცთან, რაც ნამდვილად სენსაცია იყო.

ისევ ლევანის იმედია, რომელიც წელს რუს გიგანტ ლალეტინს შეხვდება მსოფლი ჩემპიონობის დასაცავად. რაც შეეხება კვიკვინიას, ჯობია ნერვები დაიწყნაროს და მსოფლიო ჩემპიონობაზე ფიქრს თავი დაანებოს, ეს მისი მაქსიმუმია რაც აჩვენა.
კახა
11:31 17-02-2025
4

სიახლეები პოპულარული