
"საერთოდ არ ვიცი, რა ხდება. დარბაზის გარეთ არაფერი მესმის. ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორიც ყველას.
დარბაზში ვატარებ დიდ დროს და ბრძოლისთვის ვემზადები. არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება", - თქვა ხაბიბმა.
შეგახსენებთ, 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი არ აპირებს არც ერთი ღონისძიების გაუქმებას ან გადატანას.