ნურმაგომედოვის ბოლო მოწინააღმდეგე: ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ...

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ამერიკელი დასტინ პორიე გასული წლის სექტემბერში ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. თუმცა ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში თავად ხაბიბი იყო საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში და პორიეს ცოტა დააკლდა რუსი მებრძოლის დაფინიშებისთვის. 

მეტ სერასთან ინტერვიუში პორიემ ხაბიბზე ისაუბრა:

"სიმართლე გითხრათ, ხაბიბი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ფიზიკური ძალის კუთხით, ვგრძნობდი, რომ უფრო ძლიერი ვიყავი. მაგრამ მისი ტაიმინგი, ტექნიკა და ბალანსი სხვა დონეზეა. მას ეს ყველა მახასიათებელი გაცილებით უკეთესი ჰქონდა, ვიდრე ჩემს რომელიმე მოწინააღმდეგეს.
ის ძალიან კარგად ანაწილებს წონას. რთულია, სიტყვებით გადმოვცე. მას საუკეთესო ბალანსი აქვს." - თქვა პორიემ.

შეგახსენებთ, ხაბიბი 19 აპრილს ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. 

altგიგა კუხალაშვილი ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლაზე: ვნახავთ ტონის მოგლეჯილ ხელს ან დაღესტნელის დაბნეულ სახეს

altტონი სულელი არამზადაა, ნეტავ, ტრავმა არ მიიღოს - ხაბიბის მენეჯერი ტონიზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული