ის UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია, აქვს მილიონები, მაგრამ მუშაობს მეხანძრედ - ვინ არის სტიპე მიოჩიჩი?

AutoSharing Option
სტიპე მიოჩიჩი 37 წლის არის. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორვატი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. კოლეჯში სტიპე ბეისბოლს თამაშობდა. როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მას MLB-ის (ბეისბოლის უმაღლესი ლიგა) სკაუტებიც კი აკვირდებოდნენ.

თუმცა სტიპე საბრძოლო ხელოვნებებმა გაიტაცა. მან მოიგო "ოქროს ხელთათმანები". ეს ტურნირი კი არის უმაღლესი დონე ახალგაზრდა მოკრივეებს შორის. პარალელურად, უნივერსიტეტის ფარგლებში, ჭიდაობის პირველობაზე საუკეთესო აღმოჩნდა. კლივლენდში მეხანძრედ დაიწყო მუშაობა და შერეულ ორთაბრძოლებს პროფესიონალურად მოეკიდა.

2011 წელს სტიპე პირველად გამოდის UFC-ის ტურნირზე, ხოლო ზუსტად 5 წელიწადში ორგანიზაციის ჩემპიონი ხდება. კლივლენდელებს 1964 წლის შემდეგ
ფართომასშტაბიანი მოგება არ ეზეიმათ. მაშინ ადგილობრივი გუნდი ამერიკულ ფეხბურთში ჩემპიონი გახდა. 2016 წელს კი მიოჩიჩმა ქალაქში UFC-ის ქამარი ჩამოიტანა და ქალაქის სპორტული წყევლა გააცამტვერა.

Sportall.Ge

რა არის მასში განსაკუთრებული?

არც არაფერი. სტიპე უბრალოდ ადამიანია. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ, აბა, რამდენი სპორტსმენი გახსოვთ, ვინც წარმატებული გახდა, თავის საქმეში უმაღლეს მიღწევებს დაეუფლა და დარჩა ისეთად, როგორიც სულ იყო? სტიპესთან ერთად გრძნობ, რომ მასში "ვარსკვლავმა" არ გადააჭარბა ადამიანს: კეთილი, თავმდაბალი, ხუმარა და მომნუსხველი.

ეს პრობლემა მხოლოდ UFC-სთვის არის. ის იმდენად უბრალოა, რომ ორგანიზაციამ არ იცის, რეკლამა როგორ გაუკეთოს და მიიზიდოს ფანების ყურადღება. თუმცა მიოჩიჩის ძალა და ავტორიტეტი დღითი დღე იზრდება. ის უბრალოდ ანადგურებს მის მოწინააღმდეგეებს. ამასთან ერთად, დღემდე მუშაობს მეხანძრედ და ნებისმიერ მომენტში მზადაა თავი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაწიროს.

რატომ თვლიან სტიპეს ყველა დროის ყველაზე დიდებულ მძიმეწონოსნად?

მძიმე წონაში ტიტულის შენარჩუნება და მისი დაცვა ყველაზე რთულია. ყოფილან ჩემპიონები, ვინც ერთი შეხედვით მიოჩიჩზე კარგები არიან, თუმცა ვერავინ ახერხებდა სტაბილურად ტიტულის დაცვას. თუმცა არაფრით გამორჩეულმა, თუმცა ყველა მხრივ თანაბრად განვითარებულმა მიოჩიჩმა ტიტული 3-ჯერ დაიცვა. პირველად ჰოლანდიელი ალისტარ ოვერიმი დაანოკაუტა, თუმცა თავად იყო ჯერ ნოკდაუნში. მეორედ ყოფილი ჩემპიონი, ბრაზილიელი ჯუნიორ დოს სანტოსი გაანადგურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ბოლოს, არაადამიანურად ძლიერ ფრენსის ნგანუს 5 რაუნდის განმავლობაში სცემა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მან დანიელ კორმიესთან სენსაციურად პირველ რაუნდში ნოკაუტით წააგო, თუმცა 2019 წელს რემატჩში კორმიეს კორპუსი დაბომბა, მე-4 რაუნდში ვადაზე ადრე იმარჯვა და ტიტულიც დაიბრუნა.
Sportall.Ge

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სტიპიესა და კორმიეს მესამე შეხვედრაზე.

საინტერესოა მომხმარებლის აზრი, უნდა მიბაძონ თუ არა ქართველმა სპორტსმენებმა მიოჩიჩს და შეინარჩუნონ უბრალოება?
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ გინდა ბატონო ავტორო რომ ამ თემაზე დისკუსია წამოჭრა. დიახ რათქმაუნდა უბრალო უნდა დარჩეს ადამიანი,დიახ ძალიან ბევრი გვყავს ეგეთივე მაგარი სპორტსმენი,როგორიც სტიპეა და უფრო მეტიც.ერთ მაგალითს ვიტყვი ლაშა ტალახაძე. ჯერ ადამიანი და შემდეგ დანარჩენი.მემგონი ამ აზრს ალტერნატივა არ აქვს, წარმატებები ყველა ადამიან სპორტსმენს.
საზოგადოება
15:32 26-03-2020
4
ანუ არჩევანია იყოს უბრალო, ხუმარა, კარგი ადამიანი თუ გაფხორილი, ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული და ენატლიკინა?... მმმმ, ძალიან რთული გადასაწყვეტია რომელი ჯობია! მადლობა ავტორს ასეთი მწვავე საკითხის დასმისთვის
მიჩინიო
07:21 27-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული