სტიპე მიოჩიჩმა დანიელ კორმიე დაამარცხა, კორმიე ერთი თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა

AutoSharing Option
ახლახანს დასრულდა UFC 252, რომლის მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს დანიელ კორმიე და სტიპე მიოჩიჩი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა, სადაც უპირატესობა ორივე მებრძოლს ჰქონდა. პირველ რაუნდში კორმიემ მიოჩიჩს თეიქდაუნი გაუკეთა. მეორე რაუნდში დიდი უპირატესობა ჰქონდა დანიელს, თუმცა რაუნდის ბოლოს სტიპემ მძიმე დარტყმით დააზიანა და ახლოს იყო ფინიშთან.

შემდეგი 5 წუთიანები იდენტური სცენარით გრძელდებოდა და გახშირდა გალიასთან კლინჩი.

საბოლოოდ, 5 რაუნდის ბოლოს, მსაჯებმა ერთსულოვნად მისცეს გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს.

სტიპეს მომავალი მოწინააღმდეგე, სავარაუდოდ ფრენსის ნგანუ იქნება.

დანიელ კორმიემ კი კარიერა დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული