ნურმაგომედოვმა დამარცხებულ ფერგიუსონს და მის ვაჟს მიმართა

AutoSharing Option
გუშინ UFC 249-ზე მსუბუქი წონის დროებით ტიტულზე ერთმანეთს ამერიკელები, ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. ჯასტინმა ფერგიუსონი, პრაქტიკულად, ყველა რაუნდში დაჯაბნა, ხოლო მეხუთე ხუთწუთეულში შეხვედრის რეფერიმ, ჰერბ დინმა შეხვედრა გეიჯის სასარგებლოდ გააჩერა.

მოგვიანებით ტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თვალურის დაზიანება აღმოაჩნდა.

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "თვითერის" საშუალებით ფერგიუსონს მხარი დაუჭირა:

"რაც უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის, ეს უკვე წარსულშია. თავი მაღლა ასწიე, ტონი. იმედი მაქვს, შენ და შენი ოჯახი კარგად იქნებით. როცა შენი ვაჟი გაიზრდება, ის იამაყებს შენით."

შემდეგ კვირას UFC უკვე
დაკავდება ჯასტინისა და ხაბიბის ბრძოლის ორგანიზების პირველადი საკითხებით. მათი ბრძოლა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს არის კაცის განცხადება და არა ის, კლოუნი მაკგრეგორი რასაც აკეთებს ხოლმე
კაი კაცია ხაბიბი
10:46 11-05-2020
2
კაცი და ქალი არაფერ შუაშია მეგობრებო, ეს ბიზნესია,თან ძააალიან სერიოზული. ამათი ბილწსიტყვაობა ან თუ გნებავთ ე.წ. "თრეშთოკინგი" კი ამ ბიზნესის აუცილებელი ნაწილი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევენ, მით მეტი იქნება შემოსავალი. ამათ ზურგს უკან მთელი გუნდია, რომლებიც ძალიან რთულ სტრატეგიას და ტაქტიკას იყენებს, რომ რაც შეიძლება სარფიანად გაიყიდოს მათი "პროდუქტი". ამათ კამერების წინ შეიძლება ერთმანეთს ყველაფერი ამოუტრიალონ, მაგრამ კადრს უკან შეიძლება კაი გამარჯობა უთხრან ერთმანეთს.
შეტევა
10:12 12-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული