ნურმაგომედოვმა დამარცხებულ ფერგიუსონს და მის ვაჟს მიმართა

AutoSharing Option
გუშინ UFC 249-ზე მსუბუქი წონის დროებით ტიტულზე ერთმანეთს ამერიკელები, ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. ჯასტინმა ფერგიუსონი, პრაქტიკულად, ყველა რაუნდში დაჯაბნა, ხოლო მეხუთე ხუთწუთეულში შეხვედრის რეფერიმ, ჰერბ დინმა შეხვედრა გეიჯის სასარგებლოდ გააჩერა.

მოგვიანებით ტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თვალურის დაზიანება აღმოაჩნდა.

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "თვითერის" საშუალებით ფერგიუსონს მხარი დაუჭირა:

"რაც უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის, ეს უკვე წარსულშია. თავი მაღლა ასწიე, ტონი. იმედი მაქვს, შენ და შენი ოჯახი კარგად იქნებით. როცა შენი ვაჟი გაიზრდება, ის იამაყებს შენით."

შემდეგ კვირას UFC უკვე
დაკავდება ჯასტინისა და ხაბიბის ბრძოლის ორგანიზების პირველადი საკითხებით. მათი ბრძოლა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი და ქალი არაფერ შუაშია მეგობრებო, ეს ბიზნესია,თან ძააალიან სერიოზული. ამათი ბილწსიტყვაობა ან თუ გნებავთ ე.წ. "თრეშთოკინგი" კი ამ ბიზნესის აუცილებელი ნაწილი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევენ, მით მეტი იქნება შემოსავალი. ამათ ზურგს უკან მთელი გუნდია, რომლებიც ძალიან რთულ სტრატეგიას და ტაქტიკას იყენებს, რომ რაც შეიძლება სარფიანად გაიყიდოს მათი "პროდუქტი". ამათ კამერების წინ შეიძლება ერთმანეთს ყველაფერი ამოუტრიალონ, მაგრამ კადრს უკან შეიძლება კაი გამარჯობა უთხრან ერთმანეთს.
შეტევა
12 მაისი 2020 10:12
0
ხაბიბი ტონის დაემალა კიდევ ერთხელ, მაგრამ მგონია რომ უარესი მოუვა ჯერ გეიჯისგან, თან ზედიზედ ორჯერ ალბათ, და მაგის მერე ვნახოთ. ტონის ჯერ კარიერის დასრულებაზე არაფერი უუთქვამს და იქნებ პრეტენდენტი გაარკვიონ მერე ხაბიბმა კონორმა და ტონიმ ერთმანეთში. ისე კი მგონია რომ გეიჯის ტიტულს ვერცერთი წაართმევს მაგ სამიდან. ტონიმ უდიდესი სისულელე ჩაიდინა ამ ბრძოლაზე თანხმობით. იმდენჯერ გაიქცა ხაბიი რომ უნდა მოეთხოვა ან ხაბიბი, ან არაფერი
xabib koroniani
11 მაისი 2020 17:57
3
ხაბიბს კოტრიალში თუ არ აჯობა ვინმემ, შანსი არ აქვს. შეიძლება დგომში არაა უძლიერესი ხაბიბი (თუმცა გაიხსენე, რამდენი ნოკაუტი აქვს), მაგრამ საკმარისად ძლიერია, რომ ნებისმიერთან გადაიყვანოს ბრძოლა პარტერში. იქ კიდევ ძაან დომინანტია. გეიჯს მოპარული ჟეშტივით ათრევს ხაბიბი, თუ შეხვდა. ფერგიუსონმაც რატომ გაუმართა კიკბოქსინგი და არ გამოიყენა თავისი ძლიერი მხარეები, არ მესმის. პიურე რომ ბავშვივით მოახრჩო და ამ ფერგიუსონის ამბის მერე მართლა არ ვიცი, ვინ მოერევა…
Lasha
13 მაისი 2020 14:40
0
ეს არის კაცის განცხადება და არა ის, კლოუნი მაკგრეგორი რასაც აკეთებს ხოლმე
კაი კაცია ხაბიბი
11 მაისი 2020 10:46
2
ეგრე არ იყო მეგობარო, მე ნუ მენდობი და დანას (უაითი) სიტყვებს ენდე. ბრძოლის ჩაშლის თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო. ვირუსმაც თავისი ქნა. მე ადვოკატი არ ვარ ნუმაგომედოვის, მაგრამ მაინც არ მომწონს კაცს რო აბრალებენ ლაჩრობას, და ხშირად ამას ლაჩრები აკეთებენ. დაიმალაო რო ამბობენ...., სადაც ბრძოლა დაინიშნა (დუბაიში) იქ ჩავიდა და მერე გადადეს. რა მაგის ბრალია? მაგ სპორტში შიში ცოტა უცხოა მაგათთვის, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მაგრამ ჰეიტერი რისი ჰეიტერია!
:((((-ს SL-სგან.
11 მაისი 2020 18:09
1
კაცის განცხადება? სასაცილოა, ეს ის კაცი არ არის ხუთჯერ, რომ ჩაეშალა ბრძოლა თან "გააპრავა", ტონი იყო მზად "გრეპლინგისთვის" ხაბიბთან შეხვედრისთვის და არა "სტრაიკერისთის", რაც შეეხება ხაბიბს დაიმალა უხერხული მეტოქე იყო ტონი, შეიძლებოდა ძაან მოულოდნელად გამართლებოდა, ეს მისი სტილია, ეხლა გაინაღდა თავისი აღარ ეჩხუბება თავისი გაინაღდა :)
:((((
11 მაისი 2020 13:59
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული