
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, აბდულმანაპი ამჟამად კომაში იმყოფება.
თავდაპირველად აბდულმანაპი დაღესტანში პნევმონიაზე მკურნალობდა. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მოსკოვში გადაიყვანეს.