კოსტას მწვრთნელი: კოსტა რიკი მარტინს ჰგავს, მაგრამ მაიკ ტაისონივით ურტყამს

AutoSharing Option
ერიკ ალბარასინი, რომელიც UFC-ის საშუალო წონის ტიტულის პრეტენდენტის, პაოლო კოსტას მწვრთნელია, ამბობს, რომ მისი მოსწავლე დაამარცხებს საშუალო წონის ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას და შემდეგ ნახევრად მძიმე წონაში გაილაშქრებს ტიტულზე.

"ისრაელ ადესანიასა და პაოლო კოსტას ბრძოლა საშუალო წონის ისტორიის ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა იქნება. ისინი ნამდვილად ვერ იტანენ ერთმანეთს. UFC 243-ზე ადესანიამ კოსტას რიკი მარტინი უწოდა. ის მართლა ჰგავს მას, თუმცა, როგორც ტაისონი, ისე ურტყამს. ადესანია ვერ შეძლებს თავისი ფეხით დატოვოს ოქტაგონი, როცა კოსტას შეხვდება.

პაოლო ძალიან ბევრს იკლებს, რომ საშუალო წონაში ჩაეტიოს.
მე ის ნახევრად მძიმე წონაში წარმომიდგენია, სადაც ჩემპიონი გახდება." - ციტირებს ერიკს bjpenn.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული