დღეს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლების ერთმანეთში გამოწვევა, ფაქტობრივად, ტრენდშია. ეს ყველაფერი კი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის ინსპირაციით მოხდა. გამონაკლისნი არც აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებების ოსტატები გახდნენ, რომლებიც წლებია ცდილობენ დაამტკიცონ, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება უფრო ეფექტურია თუ სპორტის თანამედროვე, განვითარებული სახეობები.
ჩინელმა ვინ-ჩუნის ოსტატმა ჩინურ სოცქსელ Douyin-ში განათავსა ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლებს იწვევდა:
"ბიჭებო, თქვენ გინდათ ჩემთან ბრძოლა? მოდით, გავაკეთოთ ეს". - განაცხადა, მან და კუნგ-ფუს დგომი მიიღო.
მალე ოსტატის გამოწვევას ჩინელი მებრძოლი ლი ცზინხუნი დათანხმდა. შეხვედრა ქალაქ ჩენდუს ადგილობრივ დარბაზში გაიმართა.
თუმცა შეხვედრა დიდი ხანი არ გაგრძელებულა და ვინ-ჩუნის წარმომადგენელი ყრუდ დანოკაუტდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუს ლი ვინ-ჩუნის ოსტატმა აღზარდა, თვითონვე ამბობდა, რომ ბოლომდე ვერ სრულჰყო ეს ტექნიკა და საკუთარი პერიფრაზი გაუკეთა..
ამის შემდეგ ამ ქათმების ბრძოლის ვიდეოს რა სახელი დავარქვა?