ტურნირი აღმოსავლეთ ევროპის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ოთხი ქვეყნის 26 სპორტსმენი დაუპირისპირდა. რინგზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის წარმომადგენდები გავიდნენ.
ჩატარებული 13 ბრძოლიდან 10 ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი საქართველოში ყოველთვიურად გაიმართება და მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება.