UFC-ის ჩემპიონს ნახევრად საშუალო წონაში, კამარუ უსმანს პრეტენდენტების დიდი რიგი ჰყავს. კომიკოს სტივ-ოს პოდკასტში ორგანიზაციის პრეზიდენტმა დეინა უაითმა ისაუბრა, თუ რა უნდა გააკეთონ პრეტენდენტებმა, რომ უსმანთან ბრძოლა მიიღონ.
"არის კოლბი კოვნგტონი, ხორხე მასვიდალი, ლეონ ედვარდსი. ახლა კი გილბერტ ბერნსიც დაემატა. ხვალ შეიძლება მათ დავუკავშირდეთ და ვკითხოთ: "ვის უნდა, რომ უსმანს შეხვდეს", "ვინ არის ჩხუბისთვის მზად". ეს შეიძლება იყოს მასვიდალი, ბერნსი ან ედვარდსი. მისმინეთ, ბერნსმა იმავე საღამოს მითხრა, რომ უკვე სურს უსმანთან ბრძოლა და მზადაა ახლავე შეხვდეს. აი, ეს არის სწორი დამოკიდებულება. თუ შენ ასეთი განწყობით ხარ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სწორედ შენ იყო შემდეგი", - ისაუბრა უაითმა.
შეგახსენებთ, ბერნსმა გასულ კვირას ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი დიდი ანგარიშით დაამარცხა.