გუშინ გამართულ აწონვის ცერემონიაზე მერაბმა დადგენილი წონა - 63 კგ წარმატებით ჩააბარა და ხვალინდელი ბრძოლისთვის მზადაა. ქართველის მოწინააღმდეგე გუსტავო ლოპესია, რომელიც UFC-ში პირველ შეხვედრას მართავს. შეგახსენებთ, მერაბის თავდაპირველი მეტოქე ტიტლის ყოფილი მაძიებელი რეი ბორგი იყო, რომელიც შვილთან დაკავშირებული პრობლემების გამო შოუს გამოეთიშა.
იმ შემთხვევაში თუ ხვალ დვალიშვილი ლოპესს დაამარცხებს, მას ორგანიზაციაში ზედიზედ 4 გამარჯვება ექნება.
ზედიზედ მესამე გამარჯვება UFC-ში - მერაბ დვალიშვილმა ამერიკელს მაგრად სცემა [VIDEO]