ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში დებიუტი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა და 25 წლის დაღესტნელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლა ორივე სპორტსმენმა ფრთხილად დაიწყო, ერთ-ერთი ეპიზოდში კი დოლიძე ოქტაგონზე დაეცა, თუმცა იბრაგიმოვმა ამით ვერ ისარგებლა და მალე რომანის მუხლი მოხვა ყბაში და პაექრობაც დასრულდა. კარგა ხნის განმავლობაში ლეკი მებრძოლი ფეხზე ვერ დგებოდა და ვერც გაეგო რა ხდებოდა.
32 წლის რომან დოლიძისათვის ეს კარიერაში მე-7 ბრძოლა იყო და ქართველმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში დებიუტი მხოლოდ ახლა ჰქონდა მძიმეწონოსანმა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი საკმაოდ ხმაურიანად შეაღო.
გიბრიალოს ეხლაც მაგ რუსმა დაღესტნელმა მუქარით თვალები. )))))))))