მეტოქე ფეხზეც ვერ წამოდგა - რომან დოლიძის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში დებიუტი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა და 25 წლის დაღესტნელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე სპორტსმენმა ფრთხილად დაიწყო, ერთ-ერთი ეპიზოდში კი დოლიძე ოქტაგონზე დაეცა, თუმცა იბრაგიმოვმა ამით ვერ ისარგებლა და მალე რომანის მუხლი მოხვა ყბაში და პაექრობაც დასრულდა. კარგა ხნის განმავლობაში ლეკი მებრძოლი ფეხზე ვერ დგებოდა და ვერც გაეგო რა ხდებოდა.

32 წლის რომან დოლიძისათვის ეს კარიერაში მე-7 ბრძოლა იყო და ქართველმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში დებიუტი მხოლოდ ახლა
ჰქონდა მძიმეწონოსანმა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი საკმაოდ ხმაურიანად შეაღო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჯიგარი ხარ რომან როგორც მოიქეცი, ეგრე მოუხდება რუსეთის სახელით გამოსულ ყველა სპორტსმენს ! რუსეთის ნებისმიერ გუნდში თამაში სირცხვილია და რუსების დროშის ქვეშ ბრძოლა კი მით უმეტეს ! ოქრო ხარ !
ნიკოლოზი
17:55 21-07-2020
1
ჰენ გენაცვალე დზმაო ვამაკობ ჰენიტ ჯიგარო კაცო მეორედაც უნდა გაგელახა იხარა ჰენმა გამზდელმა ჰენგელია კატამს კი არ გავხარ გენაცვალე
lekso kutaisi
15:29 20-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული