კავკასიელები მაკგრეგორის კვალდაკვალ: ჩეჩნურ-ირლანდიური დაპირისპირება იწყება?

AutoSharing Option
UFC-ის ახალწვეული ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი შერეული ორთაბრძოლების ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ეს ყურადღება, რა თქმა უნდა, სამართლიანად დამსახურებულია. ხამზატმა 10 დღეში ორი ბრძოლა ჩაატარა, თანაც ისე, რომ პირველი საშუალო წონაში იბრძოლა, მერე წონა დაიკლო და ნახევრადსაშუალოში ჩავიდა. ორი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ორი დარტყმა გაუშვა და ორივე მოწინააღმდეგე სასტიკად გაანადგურა.

რამდენიმე დღის წინ ჩიმაევმა ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონი კამარუ უსმანი, ხორხე მასვიდალი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. იმავე დღეს ტონი ფერგიუსონმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დასტინ პროესთან ან კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა ისურვა.

მოგვიანებით კონორმა თვითერზე დაწერა, რომ გამოწვევა მიიღო.

თუმცა, რამდენადაც ჩიმაევთან ერთად, ტონიმაც გამოიწვია, გაუგებარი იყო ვის გამოწვევას ეთანხმებოდა კონორი.

UFC-ის პრეზეიდენმა დეინა უაითმა დაადასტურა, რომ მაკგრეგორი ამ შემთხვევაში ჩიმაევს გამოეხმაურა და მასთან ბრძოლა სურს, თუმცა ამ ეტაპზე ხამზატისა და კონორის ბრძოლა გამორიცხულია და დეინას თქმის, ის ხაბიბი-კონორის რემატჩის ორგანიზებას ცდილობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კონორი ხო წავიდა UFС-დან? )))))))
buba
13:16 01-08-2020
0
ტონის რასაც ქვია სულ აიგნორებს და გაურბის მართლა კოშმარია კონორისთვის
გიო
12:52 01-08-2020
0

სიახლეები პოპულარული