არაბი MMA მებრძოლის მხეცური საქციელი - ჯერ მეტოქეს ახრჩობდა, შემდეგ მსაჯს დაესხა თავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარასკევს, 31 ივლისს აბუ დაბიში UAE Warriors 12-ის საღამო გაიმართა და ერთერთ ბრძოლაში ნახევრადმსუბუქი წონის წარმომადგენლები - ახმედ ალ დარმაკი და უზბეკი ბოგდან კირილენო ხვდებოდნენ ერთმანეთს.

პირველი რაუნდის დასაწყისიდანვე არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი დამაჯერებლად აკონტროლებდა ბრძოლას. კირილენკო ფეხზე წამოდგომასაც ვერ ახერხებდა ხოლმე და ჩხუბი პარტერში მიდიოდა. ბოგდანს ერთი მომენტი გამოეპარა, ალ დარმაკი კი მოგუდვის ილეთზე გადავიდა - უზბეკს ძლიერად მოუჭირა კისერში ხელი, რასაც ცხდია, ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვა მოსდევს.

რამდენიმე წამში კირილენკო ახმადს დანებდა, მსაჯი მარკ გოდარი კი სპორტსმენებს მივარდა. თუმცა,
ალ დარმაკიმ მეტოქეს ხელი არ გაუშვა და ისევ გამეტებით უჭერდა ხელს ყელში, მიუხედვად იმისა, რომ საქმეში მსაჯიც ჩაერთო და ბრძოლის დასრულების ნიშნად გონგის ხმაც გაისმა. საბედნიეროდ გოდარმა ძალით მოახერხა და არაბს ხელი გააშვებინა, რითიც, დიდი ალბათობით, უზბეკის სიცოცხლე იხსნა.

თუმცა, მსაჯის მოქმედება ახმედს არ მოეწონა, ორჯერ ჰკრა ხელი მსაჯს, შემდეგ კისერში მოუჭირა ხელი. მარკს საპასუხოდ არაფერი გაუეკთებია, მხოლოდ უყვიროდა მებრძოლს. საბოლოოდ არაბმა მსაჯს ხელი გაუშვა და კარიერაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ასეთი საქციელის გამო ახმედ ალ დარმაკი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. არაბ მებრძოლს ММА-ის პროფესიონალურ დონეზე 8 ბრძოლა აქვს გამართული და ეს მხოლოდ მე-2 გამარჯვება იყო.


altჩეჩენმა მებრძოლმა რეკორდი დაამხო, 10 დღეში ორი ბრძოლა მოიგო. მისი უკვე ექსჩემპიონსაც ეშინია [VIDEO]

altმეტოქე ფეხზეც ვერ წამოდგა - რომან დოლიძის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მას უნდა დოლიძე ეხლა :) :)
გიორგი
03 აგვისტო 2020 14:02
0
მაგისი ადგილი ზოოპარკშია
ალეკსანდრე
02 აგვისტო 2020 18:41
0
არაბებზე უფრო აგრესიული, უზნეო, დამპალი ხალხი არ არსებობს. მსაჯი მაგარი კაცია
koka
02 აგვისტო 2020 17:23
1
და ამას სპორტი ქვია?!!! ამას უფრო დავარქმევ, სიკვდილთან თამაშს. საერთოდ ესეთი ორთაბრძოლები რომელიც ითვალისწინებს ადამიანის დასახიჩრებას და მოკვდომას, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს.
daCi
02 აგვისტო 2020 16:35
3
მსაჯების თვალწინაც ბევრი გვინახია დასახიჩრებული და მერე მკვდარიც ისე, რომ არ გვინდა რა? ამ აგრესიული ვითომ სპორტის გამართლება.
Nmm-s
03 აგვისტო 2020 09:06
0
"მოკვდომას" და დახრჩობას რომ ითვალისეინებდეს მსაჯი არ ეყოლებოდათ
Hmm
03 აგვისტო 2020 03:51
3
მურვან ყრუ )))))
არ ესმის და შ**ცი
02 აგვისტო 2020 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული