პირველი რაუნდის დასაწყისიდანვე არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი დამაჯერებლად აკონტროლებდა ბრძოლას. კირილენკო ფეხზე წამოდგომასაც ვერ ახერხებდა ხოლმე და ჩხუბი პარტერში მიდიოდა. ბოგდანს ერთი მომენტი გამოეპარა, ალ დარმაკი კი მოგუდვის ილეთზე გადავიდა - უზბეკს ძლიერად მოუჭირა კისერში ხელი, რასაც ცხდია, ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვა მოსდევს.
რამდენიმე წამში კირილენკო ახმადს დანებდა, მსაჯი მარკ გოდარი კი სპორტსმენებს მივარდა. თუმცა, ალ დარმაკიმ მეტოქეს ხელი არ გაუშვა და ისევ გამეტებით უჭერდა ხელს ყელში, მიუხედვად იმისა, რომ საქმეში მსაჯიც ჩაერთო და ბრძოლის დასრულების ნიშნად გონგის ხმაც გაისმა. საბედნიეროდ გოდარმა ძალით მოახერხა და არაბს ხელი გააშვებინა, რითიც, დიდი ალბათობით, უზბეკის სიცოცხლე იხსნა.
თუმცა, მსაჯის მოქმედება ახმედს არ მოეწონა, ორჯერ ჰკრა ხელი მსაჯს, შემდეგ კისერში მოუჭირა ხელი. მარკს საპასუხოდ არაფერი გაუეკთებია, მხოლოდ უყვიროდა მებრძოლს. საბოლოოდ არაბმა მსაჯს ხელი გაუშვა და კარიერაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
ასეთი საქციელის გამო ახმედ ალ დარმაკი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. არაბ მებრძოლს ММА-ის პროფესიონალურ დონეზე 8 ბრძოლა აქვს გამართული და ეს მხოლოდ მე-2 გამარჯვება იყო.
ჩეჩენმა მებრძოლმა რეკორდი დაამხო, 10 დღეში ორი ბრძოლა მოიგო. მისი უკვე ექსჩემპიონსაც ეშინია [VIDEO]
მეტოქე ფეხზეც ვერ წამოდგა - რომან დოლიძის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში [VIDEO]