იუთუბ არხ "USYK17-თან" საუბარში "UFC-ის" ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ უკრაინაში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.
-თქვენ და უსიკმა(ალეკსანდრ) საკუთარი გზა უკრაინაში დაიწყეთ და შემდეგ აშშ-ში გადახვედით. რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი და გქონდა თუ არა ვარიანტები კარიერა უკრაინის მიღმა დაგეწყო?
-რაც სპორტში გამაჩნია, ყველაფერი უკრაინის დამსახურებაა. მე აქ დავიწყე ბრძოლა, MMA-ში პირველ კონტრაქტს აქ მოვაწერე ხელი. UFC-ის კონტრაქტიც მაშინ მივიღე, როცა უკრაინაში ვიყავი.
აშშ-ში წასვლა კი ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ყველას ესმის, რომ ეს სპორტი ამერიკაში უფრო პოპულარულია. იქ უფრო მეტი ყურადღება ექცევა, მათ შორის ფინანსურადაც. საუკეთესო ბიჭებთან ბრძოლა თუ გინდა, აშშ-ში უნდა წახვიდე,"- განაცხადა დოლიძემ.