რომან დოლიძე: რაც სპორტში გამაჩნია, ყველაფერი უკრაინის დამსახურებაა

AutoSharing Option
იუთუბ არხ "USYK17-თან" საუბარში "UFC-ის" ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ უკრაინაში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

-თქვენ და უსიკმა(ალეკსანდრ) საკუთარი გზა უკრაინაში დაიწყეთ და შემდეგ აშშ-ში გადახვედით. რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი და გქონდა თუ არა ვარიანტები კარიერა უკრაინის მიღმა დაგეწყო?

-რაც სპორტში გამაჩნია, ყველაფერი უკრაინის დამსახურებაა. მე აქ დავიწყე ბრძოლა, MMA-ში პირველ კონტრაქტს აქ მოვაწერე ხელი. UFC-ის კონტრაქტიც მაშინ მივიღე, როცა უკრაინაში ვიყავი.

აშშ-ში წასვლა კი ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ყველას ესმის, რომ ეს სპორტი ამერიკაში უფრო პოპულარულია. იქ უფრო მეტი ყურადღება
ექცევა, მათ შორის ფინანსურადაც. საუკეთესო ბიჭებთან ბრძოლა თუ გინდა, აშშ-ში უნდა წახვიდე,"- განაცხადა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ბიჭია,კარგი მებრძოლი და არ პიჟონობს.ვაჟკაცმა კაცმა,ტაკიმასხარაობა არ უნდა დაიწყოს და მეტოქესაც პატივი სცეს.მაკ გრეგორს,მაგიტომ ვერ ვიტან,თორემ მართლაც მაგარი მებრძოლია.
სოსო
11:27 06-08-2020
0
მიშას არ გაეკარო, შხამიანია!!
პოლკოვ-ნიკი!!!
08:27 03-08-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული