ჩამოეთრიე ავტობუსიდან, შე ძ*კნა - მაკგრეგორმა ხაბიბის ავტობუსი დალეწა, მებრძოლები დაასახიჩრა და გაიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2018 წელს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი მოხდა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის მეგობარი არტიომ ლობოვი დაიჭირა და სილა გააწნა. თუმცა ეს კონფლიქტი რისი კონფლიქტი იქნებოდა, კონორ მაკგრეგორს რომ არ მიეღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც მაკგრეგორმა გაიგო ლობოვის "ჩაგვრის" შესახებ, იმავე დღეს გამოფრინდა ირლანდიიდან ლას-ვეგასში. ის იმ პერიოდში აღმოჩნდა სასტუმროს ფარეხში, როცა ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის ავტობუსი გასვლას აპირებდა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში სხვა მებრძოლებიც იყვნენ, მაგალითად, მაიკლ კიესა, როუზ ნამაიუნასი, რეი ბორგი და სხვა.

მაკგრეგორმა ნურმაგომედოვს ყვირილი დაუწყო, რომ ავტობუსიდან
ჩამოსულიყო. ხაბიბი არ ჩავიდა, რის შემდეგაც ირლანდიელმა რკინის საგნებით ტრანსპორტის შტურმი სცადა. ჩამსხვრეულმა შუშებმა მაიკლ კიესა დააზიანა, როუზმა კი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

იხილეთ ვიდეო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა როგორ არი როუზი, გაუარა?
ვვვ
14:21 11-01-2022
1
დაასახიჩრაო რომ წავიკითხე მე მეგონა მუშტებით დაერია ყველას და კაცი კაცს შემოსტყორცნა DD
zura222
14:18 11-01-2022
0

სიახლეები პოპულარული