ჯასტინ გეიჯი: ხაბიბის სისხლს ნახავთ!

AutoSharing Option
მსუბუქ წონაში (70 კგ) ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას ყველა მოუთმენლად ელის. ამერიკელმა სპორტსმენმა მორიგი საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"დარწმუნებული ვარ, რომ მის სისხლს ვნახავთ. ეს ჩემი დიდი სურვილია. იმ დროს მისი რეაქცია ძალიან მაინტერესებს და ამის ხილვის საშუალება გვექნება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ჩემ სასარგებლოდ მეტყველებს – ის ჩემნაირი გიჟი არაა! რა თქმა უნდა, თავისებურად გიჟია და უყვარს შეჯიბრება, მაგრამ არა – ჩემნაირი"!

Sportall.Ge

ხაბიბი-გეიჯის მატჩი UFC 254-ის ეგიდით 24 ოქტომბერს გაიმართება და რუსი სპორტსმენი კიდევ ერთხელ ეცდება თავისი ტიტულის დაცვას.

გეიჯის ბოლო ბრძოლა ამა წლის 10 მაისით თარიღდება, როცა მან ტონი ფერგიუსონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხაბიბმა კი უკანასკნელად გასული წლის 7 სექტემბერს იასპარეზა და დასტინ პორიეს მახრჩობელა ილეთით სძლია.



altპაულო კოსტა: აი, ამიტომ არის პირადი ბრძოლა!



მკითხველის კომენტარები / 4 /
ამასთან არუნდა ეჩხუბა ფერგის, ხაბიბთან უნდა ეჩხუბა. შეეძლო მოეცადა, აითუნდაც სექტემბერში
buba
13:15 26-09-2020
0
ეს რისი მომგებია ტონიმ დიდი მაყუთი აიღო და მიატოვა ყველაფერი არ გიკვირთ საერთოდ რომ არ ჩანს არადა რა მომართული იყო ტონი იყო მაგის ყველაზე რეალური გამლახავი უფრო მეტიც უფროსი ნურმაგამედოვი ყოველ აირად ცდილობდა ტონის და ხაბიბის ჩხუბო არ შემდგარიყო ვინ ვინ და მამამ იცოდა ტონისთან ხაბიბს შანსი არ ჰქონდა ღამეები არ ეხინა დგებოდა და ტონის ჩხუბებს დავარჯიშების ყურებაში ათენებდა თვითონ აღიარებდა ამას ტონიმ კიდე მილიონები აიღო და მოტყდა.
კახა
21:52 25-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული