"ნამდვილი ბო*ი ხარ" - ოსმა ფეხბურთელმა რუს ჩოგბურთელს თამაშის წაგების გამო აგინა

AutoSharing Option
"ალანიას" ნახევარმცველმა ვლადიმირ ხუბულოვმა რუს ჩოგბურთელს, დარია კასატკინას, მას შემდეგ აგინა, რაც უიმბლდონის მეორე რაუნდიდან ალენა ოსტაპენკომ გამოთიშა (1:6 6:3 6:8).

მესამე სეტში 24 წლის ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგე 3-ჯერ დააბრეიკა, მატჩზე 2-ჯერ აწვდიდა, თუმცა გეიმის მოგება ვერც ერთხელ მოახერხა (5:4 და 6:5).

კასატკინამ 20 წლის ფეხბურთელთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა, ხუბულოვი ჩოგბურთელს "ინსტაგრამზე" სწერს:

"ნამდვილი ბო*ი ხარ, ბრეიკითა და 30:0 წინ იყავი და ბოლოს ჩაი*ვი, წადი შენი, იაფფასიანო ბო*ო!"

ვერაფერს იტყვი, ნამდვილი ჯენლტმენის საქციელია...

საპასუხოდ, გოგონამ "ალანიას" მისთვის ბონუსის მიცემისკენ მოუწოდა:

"ასეთი
მამაკაცები თამაშობენ ფეხბურთს ჩვენთან, "ალანია", ტოტალიზატორში წაგებულის ფულის სანაცვლოდ ბონუსი ბონუსი გამოუწერეთ!"

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხა ხა ხა,რა დააბრეიქა,რის დააბრეიქა?ნახევარ საქართველოს არ ესმის თქვენი ტერმინოლოგია.პორტუგალიური სიტყვები იხმარეთ არ სჯობს?
გიუშა
23:03 03-07-2021
3
ეგრე რა. ისევ ჩვენებური ოსი თუ მოიქცევა "კაცურად" თორე ჩრდილოელები სულ გალიბერალდნენ. ეტყობა წაკითხული აქვს ხუბულოვს ქართული ანდაზა: მოყვარეს პირშიო და მტერს უკნიდანაო.
haha
13:32 03-07-2021
6

სიახლეები პოპულარული