ლეგენდარულმა მებრძოლმა მაკგრეგორს რჩევა მისცა

AutoSharing Option
UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ჟორჟ სენ პიერმა კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა. როგორც ყოფილი მებრძოლი ამბობს, ირლანდიელმა სპორტსმენმა დასტინ პორიესთან მეოთხე შეხვედრა აღარ უნდა გამართოს.

"ალბათ, მან უნდა იბრძოლოს. ის უნდა დაბრუნდეს და ნეიტ დიაზსს დაუპირისპირდეს, ისეთ მებრძოლს, რომელსაც დასტინისნაირი სტილი არ აქვს. თუ მე კონორის მენეჯერი ვიქნები, არ მენდომებოდა, რომ ჩემს კლიენტს პორიესთან მე-4 ორთაბრძოლა გაემართა" - განაცხადა სენ პიერმა.

შეგახსენებთ, 2021 წელს მაკგრეგორი ამერიკელ მებრძოლთან 2-ჯერ დამარცხდა, მათი პირველი დაპირისპირება კი 2014 წელს შედგა, სადაც ლეგენდარულმა ირლანდიელმა ნოკ-აუტით
იმარჯვა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული