ჩვენდა სასიხარულოდ, MMA Junkie-მ გიგა ჭიკაძე 2021 წლის "გამრღვევ მებრძოლად" დაასახელა. მოცემულ ამბავთან დაკავშირებით MMA Junkie-მ გულშემატკივრებს გუშინ, 5 იანვარს ამცნო:
"ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში გიგა შესანიშნავად ასპარეზობს.
ქართველმა მებრძოლმა UFC-ის კარი 2019 წელს შეაღო და მას შემდეგ მიჯრით 7 დაპირისპირება მოიგო. ათლეტმა 2020 წელს 4 გამართული ბრძოლიდან 4-ივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და გულშემატკივარს საჩემპიონო კონტურებიც დაანახა.
მაგრამ თავდაჯერებულმა ჭიკაძემ თავისი პოტენციალი კარგად იცოდა და არც ლიდერების გამოწვევას ერიდებოდა, მაგალითად, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, რომელმაც მოახერხა და ჟოზე ალდოს, მაქს ჰოლოვეისა (2-ჯერ) და ბრაიან ორტეგას სძლია, მეტიც, 9 წელია დაუმარცხებელია.
2021 წელს გიგა გულშემატკივრების ფავორიტ ქაბ სვანსონს დაუპირისპირდა და პირველსავე რაუნდში ე.წ. გიგას დარტყმით აჯობა, პირველივე რაუნდში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კი ქართველ მებრძოლს "საღამოს საუკეთესო წარმოდგენისთვის" სპეციალური ჰონორარიც გადასცეს.
ეს იყო იმ სიტყვების დასტური, რომლითაც ჭიკაძე თამაშობდა, ქართველი ჩემპიონობისთვის ემზადება! 33 წლის ათლეტი დანა ვაითმა 2018 წელს შეამჩნია, მოვიდა დიდი აჟიოტაჟით და დღეს ვოლკანოვსკის ტახტიდან ჩამომსმელად გვევლინება.
ქართველი ვარსკვლავია, სულ მალე კი (15 იანვარს) კელვინ კატარს დაუპირისპირდება. იქაც თუ გაიმარჯვა, ალბათ, ყველანი შევჯერდებით, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლას იმსახურებს. სწორედ ამიტომაა ის ჩვენი რჩეული." - წერს MMA Junkie.