ლეგენდარული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია აშშ-ში 33 წლის მებრძოლ გიგა ჭიკაძეს შეხვდა.
როგორც იცით, გუშინ ჭიკაძე UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატართან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
გიგას ლოს-ანჯელესში დაპირისპირების მეორე დღეს ზაზა ფაჩულია შეხვდა. სპორტსმენებმა საერთო ფოტო გადაიღეს, რომელიც კალათბურთელმა სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა - "ჩემი ძმა".