"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა; ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

AutoSharing Option
იყო დრო, რო­დე­საც UFC-ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის მოხ­ვედ­რა სა­ნატ­რე­ლი და თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო. MMA, ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სრუ­ლად კო­მერ­ცი­უ­ლია და მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო ფე­დე­რა­ცი­ებს თით­ქმის არა­ნა­ი­რი ზე­გავ­ლე­ნა არ აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, მებ­რძო­ლებს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით უწევთ ვარ­ჯი­ში, ახა­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის დახ­ვე­წა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ასე შემ­დეგ. UFC კი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლია, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ სპორ­ტის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაა. იქ მოხ­ვედ­რა კი იმას ნიშ­ნავს, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის დო­ნეს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე.

ვის-ვის და, მებ­რძო­ლებს ნამ­დვი­ლად სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­თა და ნი­ჭით უწევთ UFC-მდე გზის
გაკ­ვალ­ვა. უკა­ნას­კნელ წლებ­ში ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით "შე­ცვივ­დნენ" UFC-ში და უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი, ილია თო­ფუ­რია, გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მან დო­ლი­ძე და რაღა თქმა უნდა, დღე­ვან­დე­ლი სტა­ტი­ის გმი­რი გიგა ჭი­კა­ძე.

Sportall.Ge

მე­რა­ბი ტრა­დი­ცი­ულ ჭი­და­ო­ბას იყე­ნებს წარ­მა­ტე­ბით და თა­ვის წო­ნა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წაქ­ცე­ვის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს. ილია თო­ფუ­რია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც ჯიუ-ჯით­სუს შავ ქა­მარს ფლობს, და­უ­მარ­ცხებ­ლად მი­ი­წევს წინ და 1 კვი­რა­ში მო­რიგ ბრძო­ლას გა­მარ­თავს. გიგა ჭი­კა­ძის ფეხი კი მთელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ცნო­ბი­ლია და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

16 იან­ვარს გიგა კელ­ვინ კა­ტარ­თან და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის უტე­ხი სუ­ლის­კვე­თე­ბა და ჩემ­პი­ო­ნის ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და წინ აღ­დგე­ნა და დას­ვე­ნე­ბა ელო­დე­ბა.

ჭი­კა­ძე ძი­უ­დო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ზაზა ჭი­კა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი და 23 წლის ასაკ­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლის შან­სიც მი­ე­ცა, თუმ­ცა მუხ­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო და კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა მო­უ­წია. როცა ვაჟი შე­ე­ძი­ნა, მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ მას ჩემ­პი­ო­ნად გაზ­რდი­და.

Sportall.Ge

როცა მა­მას შვი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მოჰ­ყავ­და, ვი­დეო ჩა­წე­რა: "ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ბა­და გიგა ჭი­კა­ძე - ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი და მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ში“. წლე­ბის შემ­დეგ ეს ვი­დეო კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რად აღიქ­მე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფ­რო­სი ჭი­კა­ძე ძი­უ­დო­ის­ტი იყო, 4 წლის ასაკ­ში უმ­ცრო­სი კი­ო­კუ­ში კა­რა­ტეს სექ­ცი­ა­ზე შე­იყ­ვა­ნა. პა­ტა­რას პირ­ვე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი უჭირ­და და ტი­რო­და, როცა შპა­გატ­ში ჩა­დი­ო­და. თუმ­ცა არ ნებ­დე­ბო­და და მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მა­ლე­ვე ბიჭს სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და და ბრი­უს ლის ფა­ნიც გახ­და.

როცა გი­გას 9 წელი შე­უს­რულ­და ის გო­ძიუ-რიუს სექ­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. კა­რა­ტეს ეს სა­ხე­ო­ბა ჰგავს MMA-ს - დაშ­ვე­ბუ­ლია იდაყ­ვე­ბი­თა და მუხ­ლე­ბით დარ­ტყმა, გდე­ბა და პარ­ტერ­ში ბრძო­ლაც. სწო­რედ იქ გა­იც­ნო სენ­სეი პა­ა­ტა ჭე­ლი­ძე, რო­მელ­თა­ნაც 18 წლამ­დე დარ­ჩა და სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ახლა გიგა UFC-ს იპყრობს.

Sportall.Ge

ჭი­კა­ძე პე­რი­ო­დუ­ლად სენ­სე­ის დრა­მა­ტულ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს ხოლ­მე. პა­ა­ტა ჭე­ლი­ძე წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან არის, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ია­პო­ნი­ა­ში წა­ვი­და, რათა მა­სუ­ტა­ცუ იო­მას­თან ევარ­ჯი­შა. როცა აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო, სენ­სეი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი სახ­ლი გა­ნად­გურ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი და­ე­ხო­ცა. კა­რა­ტის­ტი თბი­ლის­ში გა­და­ბარ­გდა და ბავ­შვე­ბის გაწ­ვრთნა და­ი­წყო, ერთ-ერთი კი გიგა იყო. სენ­სეი ღრმად მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი გახ­ლდათ, კვი­რა­ო­ბით ბავ­შვე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში დაჰ­ყავ­და, წირ­ვის შემ­დეგ კი ავარ­ჯი­შებ­და.

Sportall.Ge

გიგა კა­რა­ტე­ში უკვე წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და: მო­ი­გო რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, და­იმ­სა­ხუ­რა შავი ქა­მა­რი.

18 წლის ასაკ­ში მებ­რძოლ­მა ცოლი მო­იყ­ვა­ნა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სკო­ლის ასა­კი­დან უყ­ვარ­და. მას არ სურ­და მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ თუ კა­რა­ტე­ში დარ­ჩე­ბო­და, ფი­ნან­სუ­რად მყა­რად ვერ იქ­ნე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ჭი­კა­ძე კი­კბოქ­სინ­გის ყვე­ლა­ზე დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, K-1-ის ფანი იყო და სწო­რედ ამ სპორ­ტში გა­და­წყვი­ტა ბედი ეცა­და. მა­ლე­ვე ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­მე­ლიც კი­კბოქ­სის ერთ-ერთი "ზე­სა­ხელ­მწი­ფოა“.

კა­რა­ტეს მსგავ­სად, ახალ სპორ­ტშიც გი­გამ თავი გა­მო­ი­ჩი­ნა და 36 გა­მარ­ჯვე­ბა­სა და 8 მარ­ცხს მო­უ­ყა­რა თავი. 2010-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­კოტ­რდა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ აღ­დგა, თუმ­ცა უწინ­დე­ლი დი­დე­ბა ვე­ღარ და­იბ­რუ­ნა) და გი­გაც თა­ვის მო­მა­ვალ­ზე და­ფიქ­რდა. მას ორი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­და: კრი­ვი ან შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკეთ მი­სა­ღე­ბად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა.

Sportall.Ge

ოკე­ა­ნის გაღ­მა გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე, ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა თა­ვისი რე­ზი­უ­მე რამ­დე­ნი­მე დარ­ბაზს გა­უგ­ზა­ვნა, მა­ნამდე კი შტა­ტი­დან შტატ­ში ცდი­ლობ­და კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის მო­ძებ­ნას. სა­ბო­ლო­ოდ, 2014 წელს მის­თვის Kings MMA-ს დარ­ბა­ზის კარი აღ­მოჩ­ნდა ღია, რომ­ლის მფლო­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი რა­ფა­ელ კარ­დე­ი­როა. რაფა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია. სხვა­დას­ხვა დროს მას­თან ვარ­ჯი­შობ­დნენ: ან­დერ­სონ სილ­ვა, ფაბ­რი­სიო ვერ­დუ­მი, ვან­დერ­ლეი სილ­ვა. 2020 წელს კი კარ­დე­ი­რო მაიკ ტა­ი­სონს დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. მა­იკ­მა როი ჯონსთან სა­გა­მო­ფე­ნო ბრძო­ლა მო­ა­წყო.

რა­ფას გიგა მო­ე­წო­ნა და მისი სტი­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას შე­უდ­გა. 2014 წლი­დან გიგა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მას 7 მო­გე­ბა და 1 მარ­ცხი აქვს. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის და­მარ­ცხე­ბაც მო­ას­წრო - მან კაბ სუ­ან­სო­ნი და ედსონ ბარ­ბო­სა და­ა­ნო­კა­უ­ტა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჭი­კა­ძე დგო­მის მებ­რძო­ლია, ის იშ­ვი­ა­თად "ჩე­ხა­ობს“. ქარ­თვე­ლი ძი­რი­თა­დად ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოქ­მე­დებს და ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა გათ­ვლი­ლი აქვს. გარ­და ამი­სა, მდი­და­რი არ­სე­ნა­ლი აქვს და ყვე­ლა პო­ზი­ცი­ი­დან სა­ხი­ფა­თოა.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბუ­რი კა­ტარ­თან მარ­ცხამ­დე მის დი­ვი­ზი­ონ­ში ტოპ მებ­რძო­ლებს ხში­რად იწ­ვევ­და. ის ამ­ბობ­და, რომ სა­უ­კე­თე­სო დამ­რტყმე­ლია და მაქს ჰო­ლო­ვე­ის ექიშ­პე­ბო­და: "გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო დამ­რტყმე­ლი ვარ, დგომ­ში მაქს ჰო­ლო­ვე­ი­ზე უკე­თე­სი ვარ. მაქსს ორ რა­უნდში და­ვა­ნო­კა­უ­ტებ“. თუმ­ცა კელ­ვინ­თან მარ­ცხი სი­ტუ­ა­ცი­ას ცოტა ცვლის და გი­გას მაქ­სამ­დე მი­სას­ვლე­ლად, სულ მცი­რე, 2 ეფექ­ტუ­რი მო­გე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

  • ოქ­ტა­გონს მიღ­მა...

ოქ­ტა­გონს მიღ­მა გიგა ინ­ტე­ლი­გენ­ტი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ის სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხეა. ასე­ვე, მებ­რძოლს სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი აქვს და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა.

ჭი­კა­ძემ ამ ფონ­დის და­არ­სე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რო­მე­ლიც მკერ­დის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა მა­შინ შე­ი­ტყო, როცა გიგა 17 წლის იყო. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ექი­მებ­მა სიმ­სივ­ნის ამოჭ­რა შეძ­ლეს. მა­შინ მებ­რძო­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე ხში­რად იბ­რძო­და და მშობ­ლის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და. გა­სამ­ხნე­ვებ­ლად ლო­ზუნ­გიც მო­ი­ფიქ­რა - "და­ა­ნო­კა­უ­ტე კიბო“. მაგ­რამ 2012 წელს და­ა­ვა­დე­ბა დაბ­რუნ­და და მარ­ტში დედა გარ­და­ეც­ვა­ლა.

მებ­რძოლს რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. გიგა აღი­ა­რებს, რომ დედა მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია მის­თვის. თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად ტკი­ვი­ლი მო­ტი­ვა­ცი­ად გარ­დაქ­მნა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ი­წყო. მან და­ა­არ­სა ფონ­დი - "და­ა­ნო­კა­უ­ტე კიბო“. პირ­ვე­ლი­ვე წელს 20-მდე ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ქალი იყო.

Sportall.Ge

"ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ეს ტკი­ვილს მა­ყე­ნებს. რაც უნდა გა­ვა­კე­თო, მჯე­რა, რომ დედა სულ ჩემ­თა­ნაა. ქველ­მოქ­მე­დე­ბაც მისი სიყ­ვა­რუ­ლის გამო და­ვი­წყე. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია, თუმ­ცა ამის სურ­ვი­ლი მაქვს. სხვი­სი დახ­მა­რე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბას და და­მა­ტე­ბით ძა­ლას მაძ­ლევს“, - ამ­ბობს გიგა.

გი­გამ და მის­მა დამ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­ი­ნა­წი­ლეს. კესო ეძებს ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მისი ძმა კი ფი­ნან­სურ მხა­რეს აგ­ვა­რებს. ჭი­კა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ამ მო­მენ­ტის­თვის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, თით­ქმის 200 ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა.

ჭი­კა­ძეს კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია აქვს - ის ეხ­მა­რე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს. 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა მებ­რძოლს UNWomen-ის პრო­ექ­ტში ჩარ­თვა შეს­თა­ვა­ზეს. ის დიდი სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რობ­და და მო­ზარ­დებს ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­და, თუ რა­ტომ არ უნდა ას­წი­ონ ხელი ქალ­ზე...

Sportall.Ge

გუ­შინ, 16 იან­ვარს, გიგა კელ­ვინ კა­ტარს და­უ­პი­რის­პირ­და. კა­ტარ­მა გა­სულ წელს მაქს ჰო­ლო­უ­ეს­თან სას­ტი­კი მარ­ცხი იწ­ვნია და ხან­გრძლი­ვი კრი­ზი­სი და­ე­წყო. სპორ­ტის ფა­ნებ­მა ის ჩა­მო­წე­რეს და თით­ქმის არა­ვის სჯე­რო­და, რომ ის გი­გას და­ა­მარ­ცხებ­და, თუმ­ცა ამე­რი­კელს სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და. 5 -რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში მან ჭი­კა­ძე მსა­ჯე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა. თუმ­ცა ჭი­კა­ძე კი­დევ უფრო ძლი­ე­რი რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

წყარო: Ambebi

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გიგას
0
ავტორი ღრმად ემპათიური ადამიანია რაც სტატიის დროულობაზეც ცხადხყოფს , თანადგომას გამოხატავ გიგასთვის და თანაგრძობასაც ვისაც ამ პერიოდში როგორც სიცივეს მზიანი დღე ისე სჭირდება გვერდში დგომა და სითბოს მიღება ყველასაგან . და დარწმუნებული ვარ ის იმაზე ძლიერი დაბრუნდება ვიდრე თვითონ ფიქრობს , წარმატებები გიგას . ცხოვრება უფრო რთულია ვიდრე რეალურად წარმოგვიდგენია ადამიანებს, ყველა ათლეტის კარიერაც აბორგებულ ტალღებს გატაცებულ გემის ეკიპაჟს გავს შენ ებრძვი მძვინვარე ტალღებს არა მხოლოდ იმისათვის რომ ცოცხალი გადარჩე არამედ იმისათვისაც რომ შენ ამ ბრძოლაში იცი ნაპირზე ვიღაც გულმოდგინედ გიცდის და შენ გელოდება.
Anj: Antey
03:16 18-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული