"თუ მის საფირმო დარტყმას დაბლოკავთ, სავარჯიშო ტომარა გახდება..." - ვოლკანოვსკიმ გიგა გააკრიტიკა

AutoSharing Option
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძე გაკრიტიკა. ავსტრალიელი ჩემპიონი იმედოვნებს, რომ ქართველმა ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ გაკვეთილი აითვისა. შეგახსენებთ, გასულ კვირას, UFC-ის მორიგ ღონისძიებამდე გიგა ალექსანდრისა და "კორეელი ზომბის" ბრძოლის ჩანიშვნის გამო გაღიზიანდა და სატიტულო დაპირისპირება 10-ეულში ყველაზე მარტივად მოიხსენია.

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბინძურ საუბარს ირჩევენ ("თრეშ-თოქი"). ყველას გვესმის, რომ ეს UFC-ის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს ყოველგვარი უპატივცემულობის გამოხატვაა. არა მხოლოდ საკუთარ თავს ვგულისხმობ, არამედ კელვინ კატარის სიტუაციასაც. როდესაც შენ წინ ქამრისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავ
არი კანდიდიდატი დგას, ისე არ უნდა მოიქცე, თითქოსდა უბრალოდ გადაუვლი. მით უმეტეს, ჯერ გაიმარჯვე და შემდეგ გააგრძელე. ზოგადად, შეხვედრის მიმდინარეობისას უამრავი რამ ხდება. ასევე, როცა ამბობ, რომ მარტივი გზა ავირჩიე, ეს "კორეელი ზომბის" უპატივცემულობაა.

მისაუბრია გიგასთან, კარგი ადამიანია. ვუთხარი, გააგრძელე ის, რასაც აკეთებ და სატიტულო ბრძოლა აუცილებლად შედგება-მეთქი. არ ვიცი, კელვინთან დაპირისპირებამდე ასეთი განცხადებები რატომ გააკეთა. ჩემი აზრით, ბოლო ბრძოლამ გიგას თვალები აუხილა. მეგობარო, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მხოლოდ საფირმო დარტყმას არ უნდა დაეყრდნო, სხვა საუკეთესო ვარიანტები უნდა გამოიყენო. შეხედე, სად ხარ მანამ, სანამ ჩემპიონის წინ დადგები. შეხედეთ კარდიოს და მომზადებას, მე მას საშინელ მდგომარეობაში ჩავაყენებ, საშინელში... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ მის საფირმო დარტყმას დაბლოკავთ, სავარჯიშო ტომარა გახდება.

შეხედე, მე ვის ვებრძოდი, კარგად დააკვირდი. თუ გგონია, რომ ჩხუბს გავერიდე, იდიოტი ხარ. მაქს ჰოლოვეი ძალიან კარგი მებრძოლია, ორჯერ დავამარცხე, მაგრამ მესამე შანსი მივეცი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მე ჩემპიონი ვარ და არავის გავურბივარ, პირველი ნომერი ვარ და შეგიძლია დაიკავო" - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.





ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი რა ვერავინ დამაჯერებს რომ ამ დონის მოჩხუბარს 2 რაუნდში ძალა არ ექნება გიგას კიარა ნებისმიერი მებრძოლი ვინც არის მაგ ორგანიზაციაში..... კარდიო შეიძლება არ ეყოს 4-5რაუნდამდე მაგრამ 2-3რაუნდის კარდიო ყველა მებრძოლს ექნება. გიგას კი მეორე რაუნდში ფეხზე ვეღარ იდგა და ბრმა უნდა იყო რო ვერ მიხვდე ტიპს რაღაც პრობლემა ქონდა.. კოვიდი გადაიტანა თუ რა არვიცი მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ჭირდა პირველ რაუნდში დარტყმა არ გაუშვია აქეთ აუყოლა დაიღალა და მერე ვეღარაფერი ქნა ამის მიუხედავად მინიმალურად დამარცხდა 45-50. ჰოლუვეიმ როგორც გაამასხარავა მასე მაინც არ გამასხარავებულა გიგა. მე მჯერავს რომ მაგრად დაბრუნდება ეს ბიჭი. და ყველას მარტო თავის საფირმო ილეთით არ უგებს არსენალში სხვა რამეებიც აქვს.
რონი
09:49 19-01-2022
0
ოოო, ეს უკვე კაცების საუბარია, საღოლ რუსი, ყველაფერი სწორად დაულაგა გიგას. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული