გიგა რაღაცების გაგებისგან ჯერ შორსაა - კატარმა ჭიკაძეს უპასუხა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძემ საკუთარი "ფეისბუქლაივის" მეშვეობით გულშემატკივრებს უთხრა, რომ კელვინ კატარს 10 ორთაბრძოლიდან 9-ჯერ დაამარცხებდა. ამ განცხადებას ამერიკელი სპორტსმენი გამოეხმაურა:

"ინტერვიუები და პირადად ნათქვამი სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ ვიღებ, არც მაღელვებს. მას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და დაბრუნებას ვუსურვებ.

ვუთხარი: "რაც ახლა შეგიძლია გააკეთო, ისაა, რომ შური მომავალ მეტოქეზე იძიო". მეც სწორედ ასე მოვიქეცი და იმედი მაქვს, წაგებას კარგად მიიღებს. როგორც ჩანს, ჯერ ამისგან შორსაა, მაგრამ იმედია, ყველაფერს გააანალიზებს.

გულწრფელად რომ ვთქვა, რაც უნდა, იმას გაიგებს. პირადად მე
ჰოლოვეისთან მარცხი ჩემ მიერ კონტროლირებად საქმეზე კონცენტრირებასა და დაბრუნებაში დამეხმარა", - განაცხადა კელვინმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
დავანებოთ ამ ტრბახს თავი მეტოქემ დგომშიც მოუგო და ჭიდაობაშიც.
ჯუჯი
12:40 19-01-2022
1
ფაქტია რომ კატარმა დამაჯერებლად მოუგო. ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. რაც შეეხება იმას რომ 10-დან 9-ს მოიგებს თუ არა, და ეს სიმართლეა თუ ბაქიბუქობა, ეგეც გამოჩნდება
რეალობა
09:06 19-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული